არჩილ თალაკვაძე: აქტიურობა არის იმის გარანტი, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიური

715

საარჩევნო პროცესი თავისუფალ, მშვიდ, დემოკრატიულ პირობებში ტარდება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დილიდან საარჩევნო პროცესი მშვიდ და დემოკრტიულ ვითრებაში მიმდინარეობს. ჩვენი მხარდამჭერები აქტიურობენ. საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მივიდეს დღეს საარჩენო ყუთთან და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი. ეს არის იმის გარანტია, რომ მომავალი განვითარების პროცესი იქნება უფრო სწრაფი, უფრო დინამიური და ჩვენ გვექნება მეტი კეთილდღეობა ოჯახებსა და ქვეყანაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისივე თქმით, არჩევნებს აკვირდებიან სადამკვირვებლო ორგანიზაციები. საარჩევნო პროცესი თავისუფალ, მშვიდ, დემოკრატიულ პირობებში ტარდება.

წყარო: ინტერპრესნიუსი