ღამის 12 საათიდან ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება იკრძალება

621

ღამის 12 საათიდან ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება იკრძალება.
”საარჩევნო კოდექსი” ადგენს, რომ კენჭისყრის დღეს აკრძალულია წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიასა და რადიოში.
რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციასთან დაკავშირებულ აკრძალვას, საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, აგიტაცია აკრძალულია კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში.

გარდა ამისა, გუშინდელი დღიდან მოქმედებს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული აკრძალვა. ”საარჩევნო კოდექსით”, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აკრძალულია კენჭისყრამდე 48-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

წყარო: ინტერპრესნიუსი