ინაშვილი ხელისუფლებას: იმოქმედე გაბედულად, ისარგებლეთ იმ ინიციატივებით, რაც მოსკოვიდან ჩამოგვაქვს

710

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი ტელეკომპანია “პირველთან” საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს გაბედულად და ისარგებლოს იმ ინიციატივებით, რაც “პატრიოტთა ალიანსს” მოსკოვიდან ჩამოაქვს.

“ჩემი გზავნილი ხელისუფლებისადმი: იმოქმედე გაბედულად, ისარგებლეთ იმ მესიჯებით, იმ ინიციატივებით რაც ჩამოგვაქვს ჩვენ მოსკოვიდან. გაუწიეთ წინააღმდეგობა ბოკერიების ფორმულებს. მხარი დაუჭირეთ სრულიად ახალ პოლიტიკურ ფორმატს საქართველო-ნატო-რუსეთი. ეს ფორმატი გავძლევს შანს ვილაპარაკოთ უსაფრთხოების მექანიზმებზე, საზღვრების დაცვის საკითხზე.

ისარგებლოს ამითი საქართველოს ხელისუფლებამ, რატო კარგავს ამ შანსს. გამოვა – გამოვა, არ გამოვა და რას კარგავს ამით ხელისუფლება? კარგავს ხალხი, ხელისუფლება არაფერს!”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

წყარო: Ipress