ღია მმართველობის სფეროში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები პრესკონფერენციაზე გაასაჯაროებენ, თბილისის მერობის რომელმა კანდიდატებმა მოაწერეს დეკლარაციას ხელი

ღია მმართველობის სფეროში მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებმაც თბილისის მერობის კანდიდატებს „ღია მმართველობის პარტნიორობის“ დეკლარაციაზე ხელმოწერისთვის მიმართეს, ხვალ, 3 ოქტომბერს, პრესკონფერენციას გამართავენ და გაასაჯაროებენ, თუ რომელი კანდიდატები შეუერთდნენ დეკლარაციას.

პრესკონფერენცია ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველო“ ოფისში 16:00 საათზე გაიმართება და მასში მონაწილეობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და ფონდის – „ღია საზოგადოება – საქართველოს“ წარმომადგენლები მიიღებენ.

თბილისის მერობის კანდიდატებს დეკლარაციაზე ხელმოწერის შეთავაზება 2017 წლის 28 სექტემბერს გაეგზავნათ. დეკლარაციის ხელმოწერით, კანდიდატები იღებენ ვალდებულებას, ბოლომდე აღასრულონ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) მიმდინარე პროგრამით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა და მომავალშიც განახორციელონ მნიშვნელოვანი რეფორმები  სახელმწიფო მმართველობის გამჭვირვალობისა და ღიაობის უზრუნველსაყოფად

„ღია მმართველობის პარტნიორობა“ (OGP) აშშ-სა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით შეიქმნა. პროგრამაში ჩართული ქვეყნები ვალდებულები არიან, უზრუნველყონ მმართველობის ღიაობა, გამჭვირვალობა, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოსახლეობის მონაწილეობა და მოქალაქეების ცხოვრების პრობლემური საკითხების მოგვარება. საქართველო ამ ინიციატივას 2011 წელს შეერთებული შტატების ოფიციალური მიწვევით შეუერთდა.

ამ ხნის განმავლობაში, საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამი სამოქმედო გეგმა მოამზადა, რომლითაც სხვადასხვა სფეროს რეფორმირების ვალდებულება აიღო. მათ შორისაა ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება, ინფორმაციის თავისუფლებისა და გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონმდებლობის გაუმჯობესება, საქართველოს სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრების შექმნა.

2015-2016 წლებში საქართველოდან ღია მმართველობის პარტნიორობის წევრები გახდნენ საქართველოს პარლამენტი და ქალაქ თბილისის მთავრობა. თბილისის მერიამ პირველი სამოქმედო გეგმა არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით შეიმუშავა. მიმდინარე რეფორმების ნაწილია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტის, თბილისის ინტერაქციული რუკის, ელექტრონული პეტიციებისათვის ონლაინ პლატფორმების შექმნა  და აშ.

მნიშვნელოვანია, რომ სექტემბრიდან საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. თავმჯდომარეობის პერიოდში, საქართველოს მოუწევს, აჩვენოს გამჭვირვალე მმართველობის დამკვიდრების პოლიტიკური ნება, ორგანიზება გაუწიოს 2018 წლის „ღია მმართველობის პარტნიორობის“ გლობალურ სამიტს და იკისროს ახალი, მოსახლეობისთვის რეალური მნიშვნელობის მქონე ვალდებულებები.

მსგავსი სიახლეები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მობილური აპლიკაცია შეიმუშავა. აპლიკაცია "IGovZugdidi“ ორენოვანია და ხელმისაწვდომია როგორც "Android-ის", ასევე "iOS" სისტემებისთვის.
პარლამენტის თბილისის შენობა მობილობისა და მხედველობის შეზღუდვის მქონე პირებისთვის სრულად ადაპტირებული ხდება. საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის
საქართველოს მთავრობამ „ღია მმართველობა – საქართველოს“ 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მთავრობის სხდომას
2018 წლის 2 ოქტომბერს, თბილისის მერიამ დაამტკიცა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა. ეს არის
წინა სტატია დედაქალაქის მერიამ ღია მმართველობის პარტნიორობის(OGP) თბილისის 2018 – 2020 წლების სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ახალი
წინა სტატია სოფიო ქაცარავამ ბიშკეკში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ღია მმართველობის პარტნიორობის ღონისძიებაში, რომელიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და
წინა სტატია თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) მეხუთე გლობალური სამიტის გახსნის ღონისძიებაში
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის მონაწილეებს რობოტმა სოფიამ მიმართა. სოფიამ
წინა სტატია საქართველომ ღია მმართველობის პარტნიორობის სამიტს რეზოლუციის მიღება შესთავაზა. როგორც პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა,
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) გლობალური სამიტის პლენარული სესიის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას ქვეყანამ არაერთი
დღეს "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 სამიტი სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრით გაიხსნა. პირველი დღის ღონისძიებებს საქართველოდან და
OGP-ის ხელმძღვანელი საქართველოს შემდეგ კანადა გახდება, მომდევნო თავმჯდომარე ქვეყანას კი, დღეს მმართველი კომიტეტის შეხვედრაზე აირჩევენ.
წინა სტატია დღეს თბილისში "ღია მმართველობის პარტნიორობის" მე-5 გლობალური სამიტი იმართება, რომელსაც 76 ქვეყნის მაღალი
წინა სტატია ღია მმართველობის პარტნიორობის მე-5 გლობალურ სამიტზე სიტყვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით,
%d bloggers like this: