უჩა ნანუაშვილი: ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მინიმალურია

1004

საქართველოს სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის თქმით, მსოფლიოში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის კუთხით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 114-ე ადგილზეა.  მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით,  ქვეყანაში სერიოზული გამოწვევებია. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაცია დღემდე არ არის გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას, რომ ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არის მინიმალური და სამწუხაროდ თვითმმართველობის არჩევნების პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელისუფლება და პოლიტიკური სუბიექტები არ არიან მზად გაითვალისწინონ ეს რეკომენდაციები”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

წყარო: იმედინიუსი