ნაციონალურმა მოძრაობამ ბათუმის პირველ საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის წევრი აგიტაციის გამო მოხსნა

722

ბათუმის პირველ საარჩევნო უბანზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კომისიის წევრი, მარინა ჟღენტი საარჩევნო აგიტაციას ეწეოდა, რაც კანონდარღვევაა, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრმა მირდატ ქამადაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ქალბატონი “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო ფლაერებს არიგებდა, რის გამოც მარინა ჟღენტი პარტიის წევრი კომისიაში აღარ იქნება.

“დღეს ძალიან ცუდი ფაქტი დაფიქსირდა. პირველ საუბნო საარჩევნო კომისიაში “ნაციონალური მოძრაობის” წევრი მარინა ჟღენტი წინასაარჩევნო აგიტაციას ეწეოდა, რაც კანონმდებლობით აკრძალულია. სწორედ ამიტომ პარტიაში მივიღეთ გადაწყვეტილება და აღნიშნული ქალბატონი კომისიაში პარტიის წევრი აღარ იქნება”,- აცხადებს მირდატ ქამადაძე.