თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ე.წ. დეზერტირების ბაზრისა და სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
თბილისის მერიის ცნობით, ტერიტორია გასუფთავდა ცაბაძის, თევდორე მღვდლის, აბასთუმნის, წინამძღვრიშვილის ქუჩებზე, ასევე, წერეთლისა და თამარ მეფის გამზირების ნაწილზე.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორია შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა დაასუფთავეს, რის შემდეგაც ქუჩები და ტროტუარები სპეციალური ქაფით მოირეცხა.
„მუნიციპალურმა ინსპექციამ მოვაჭრეები წინასწარ რამდენჯერმე გააფრთხილა, უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ.
გარემოვაჭრეებს საშუალება ექნებათ,...
წინა სტატია
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიროვკისათვის სახელის გადარქმევის პროცესში, სოფლის მოსახლეობის ჩართულობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. მათ მარნეულის მერიას წერილით მიმართეს. საინიციატივო ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტისგან სოფლის კრების ჩატარებას და მის საფუძველზე სოფლისათვის სახელის გადარქმევას ითხოვდნენ, მაგრამ მარნეულის მერიამ მათ უარი უთხრა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
როგორც პლატფორმა "სალამის" წევრი აითაჯ ხალილი აცხადებს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, მოქალაქეებს აქვთ უფლება მოიწვიონ...
გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოსთვის გადმოცემული 2 ცალი, ბოდგან А092 – საშუალო კლასის ავტობუსის შეკეთება და ტექნიკური მომსახურებისთვის ტენდერი გამოაცხადა და გამარჯვებულ კომპანიას შპს “მეჯუდა2015” 42 844 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გამარჯვებულმა კომპანიამ მომსახურება უნდა გასწიოს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში.
აღსანიშნავია, რომ ტრანსპორტის სააგენტომ ოქტომბერში ავტობუსების შესაკეთებლად გამარტივებული შესყიდვის გზით ხელშეკრულება გაუფრომა კომპანიას “აზია სერვისი”, ხელშეკრულების ღირებულება...
ხაშურის ბიუჯეტი 2 902 818 ლარით გაიზარდა – შეცვლილი ბიუჯეტი საკრებულომ სპეციალურად გამართულ სხდომაზე დაამტკიცა.
“გაიმართა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საკრებულოს სხდომა. საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელა და მხარი დაუჭირა 2022 წლის ბიუჯეტსა და ცალკეული ასიგნებებით გათვალისიწნებულ ღონისძიებათა გეგმაში განსახორციელებელ ცვლილებებს”, – განმარტავს საკრებულო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 2 902 818 ლარით იზრდება, რაც სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროეტებს, მათ შორის...
ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ტყეში მომპოვებელი ბიზნესსუბიექტი ვალდებული იქნება, რომ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიებზე ტყის არამერქნული რესურსების, მათ შორის, ჟოლოს, მაყვლის, სოკოს, მოცვის, კოწახურის, კენკრის, სოჭის გირჩას და სხვა სახის რესურსების მოსაპოვებლად, ყოველი წლის ბოლოს 1 კგ მოპოვებულ ნედლეულზე 1 თეთრი გადაიხადოს.
ტყის პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი გუჯარაიძე აღნიშნავს, რომ საბოლოო ვარიანტამდე მოსაკრებელი თანხის...
ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2026 წლამდე, ყოველწლიურად საჯარო სამსახურში ხელფასების ოდენობა დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება.
მისივე თქმით, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა განისაზღვროს ისე, რომ სახელმწიფო სექტორში საშუალო ხელფასი საჯაროში სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი არ იყოს. მინისტრის განცხადებით, ახლა ეს მაჩვენებელი 74%-ს შეადგენს და სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, საჯარო სექტორში ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით იმისთვის გაიზრდება,...
წინა სტატია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით, 50 800 ჰა-ზე ეროვნული პარკი დაარსება კიდევ ერთხელ დაანონსა. მთავრობაში ჯერ კიდევ 2018 წელს გვპირდებოდნენ, რომ 2019 წლისთვის რაჭას ეროვნული პარკი და ბუნების რამდენიმე ძეგლი ექნებოდა.
"დღეს მთავრობამ მოიწონა საქართველოს კანონის პროექტი რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში, დაახლოებით 50 800...
აბასთუმანში ამბულატორია და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილება გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე აპარატურით და კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდა.
"ამბულატორია აღჭურვილია ტელემედიცინის აპარატით, რომელიც პაციენტებისთვის სამედიცინო სერვისებზე შეუფერხებელ და ფართო წვდომას უზრუნველყოფს. ტელემედიცინის პორტატიული აპარატი პაციენტს შესაძლებლობას აძლევს, სოფლის ექიმის დახმარებით, ადგილზევე ჩაიტაროს კარდიოლოგიური, ოფთალმოლოგიური, ოტორინოლარინგოლოგიური ან დერმატოლოგიური კვლევა; კვლევის შედეგებსა და მონაცემებს „ონლაინ“ რეჟიმში ადევნებს თვალს შესაბამისი პროფილის სპეციალისტი,...
20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე ქობულეთის გვირაბში მოძრაობა შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის 28-ე კმ-ზე მდებარე საავტომობილო გვირაბში, განათების სისტემაში არსებული დაზიანების აღმოსაფხვრელად შესასრულებელი სამუშაოების გამო, საჭიროა საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვა 2022 წლის 20 ივლისს 21:00 სთ-დან 21 ივლისის 09:00 სთ-მდე.
მათივე ცნობით, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში,...
აბასთუმანს დღეს უკვე აქვს უწყვეტი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება და გამართული წყალარინების სისტემა. აბასთუმანი არის კარგი მაგალითი წარმატებული პროექტების, რომლის მსგავს პროექტებს დღეს ქვეყნის 182 მდებარეობაში ვახორციელებთ და რის შედეგადაც, 580 ათასი ადამიანი, რომელთაგან 200 ათასს არასდროს ჰქონია ცენტრალიზებული წყალმომარაგება, უკვე 24 საათიანი, სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით ისარგებლებს, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ დაბა აბასთუმნის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების...
თბილისის მერიის ინფორმაციით, საქართველოში შემოსული უკრაინის მოქალაქეები 15 ივლისიდან მიიღებენ ფულად დახმარებას, ხოლო საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა 31 ივლისს შეწყდება. მათივე ცნობით, ფულადი დახმარება ოჯახზე 300 ლარი, დამატებით სულზე კი 45 ლარით იქნება განსაზღვრული. გარდა ამისა, მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციები (World Vision და UNHCR) განიხილავენ სულზე 235 ლარიან დახმარების პაკეტს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისმა უკვე უმასპინძლა 5 100-ზე...
წალენჯიხის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ ცენტრალური ბიუჯეტიდან 1 მილიონამდე ლარი გამოეყოფა.
როგორც სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი გუგუჩია აცხადებს, შესაბამის განკარგულებას საქართველოს მთავრობა გამოსცემს და თანხა სტიქიის ფონდიდან გამოიყოფა.
გიორგი გუგუჩიას განცხადებითვე, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილი თანხა, სწორედ ამ ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.
მისივე განმარტებით, წალენჯიხას რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ათვისების მხრივ დაბალი მაჩვენებელი აქვს, რისთვისაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შუამდგომლობით გადაწყდა, რომ სტიქიის სალიკვიდაციო...
იაპონიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „საქართველოში ტყის მდგრადი მართვა და კლიმატგონივრული ტყის მართვის პრაქტიკის მხარდაჭერა“ ფარგლებში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიღაურაში „საქმიანი ეზო“ მოეწყობა, ძეგვისა და ქვემო ლისის „საქმიანი ეზოები“ შესაბამისი ტექნიკით (4 ერთეული სატვირთო ავტომობილი, 3 „პიკაპის“ მარკის ავტომობილი, 1 ტრაქტორი და 3 ელექტროენერგიის გენერატორი) აღიჭურვება.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში, ადგილობრივ მეტყევეებს პერსონალური უსაფრთხოების ნაკრები, 100 ერთეული...
ავტორი: რუსა მაჩაიძე
თბილისიდან ახალციხისკენ მიმავალ გზაზე ავტობანიდანაც ჩანს დანგრეული ძველი ციხეები, რომლებიც ბოლომდე როდის ჩამოიშლება, არავინ იცის. მათი ნახვის შემდეგ კი განსაკუთრებულად შთამბეჭდავი ჩანს ახალციხის ციხე, რომელიც კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთრებას უპატრონო და რაც მთავარია, სარგებლიანად გამოიყენო. ახალციხის ციხე, საქართველოში არსებული ბევრი ისტორიული ციხისგან განსხვავებით, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და, მიუხედავად არაერთი პრობლემისა, კარგად ჩანს შედეგიც. რაც მთავარია,...
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, 188 000 ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა აგრობარათი უკვე გააქტიურა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალიზებულ სავაჭრო ობიექტებში უკვე განაღდებულია 22 872 676 ლარი.
"სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სუბსიდიას იღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ის ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები, 1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით. აგროქულების განაღდება, ამ...
ჭიათურის შესასვლელში, სოფელ ნავარძეთის ტერიტორიაზე, ქალაქზე გადასახედი სივრცე მოეწყო.
როგორც მერიაში აცხადებენ, ახალ რეკრეაციაში, რომელიც 600-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე გაკეთდა, გადმოსახედი, დეკორატიული საფეხმავლო ბილიკები, გაზონები, სკამები, განათება, წყლის ფანტანი და ავტომობილების პარკინგი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.
"ჩვენს ქალაქს კიდევ ერთი ლამაზი სივრცე შეემატა. ამიერიდან ჭიათურელებს დასვენებისა და გართობისათვის ძალიან კომფორტული გარემო ექნებათ. ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია ნავარძეთს ეკუთვნის, სადაც ჩვენი გამოჩენილი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































