იმერეთში ტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია იგებს,– ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ზესტაფონის, თერჯოლის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ტენდერებს “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული კომპანია, შპს “ბორანი” იგებს, რომლის ძირითადი საქმიანობა გზის საფარის მოწყობა, მოვლა-პატრონობა და შეკეთებაა. კომპანიამ, 2013 წლიდან 2022 წლის 12 ივლისამდე 34,970,860 ლარის ღირებულების ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები მიიღო. შპს “ბორანი” და კავშირები “ქართულ ოცნებასთან” “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებულია...
მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოებია დაგეგმილი. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, დისკომფორტის შემცირების მიზნით, ინტენსიური საგზაო სამუშაოები ღამის საათებში ჩატარდება. „მირიან მეფის ქუჩაზე, თამარ მეფის გამზირზე და ბალანჩინის ქუჩაზე დაგეგმილია გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში, გათვალისწინებულია არსებული საგზაო კუნძულების, ტროტუარებისა და გზის სავალი ნაწილის რეკონსტრუქცია/მოდერნიზება და ავტობუსისთვის...
გორის მერია კვერნაკის ქედზე 55 ნაკვეთს ყიდის. თითოეული ნაკვეთის ფართობია 600 კვ.მ. თითო ნაკვეთის საწყისი საპრივატიზაციო თანხა კი 21 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხა მერიამ დასამტკიცებლად საკრებულოს წარუდგინა. საკითხი ბიურომ დღის წესრიგში შეიტანა და მას ივლისის გეგმიურ სხდომაზე განიხილავენ. ხოლო, მას შემდეგ, რაც მერია საკრებულოსაგან თანხმობას მიიღებს, თითოეულ ნაკვეთს მერია აუქციონზე გაიტანს. ნაკვეთები...
დედაქალაქის მერია უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის ბინების შესყიდვას განაგრძობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში, 53 ბინაა შესყიდული. „მინდა, მოსახლეობას მივაწოდო ინფორმაცია უსახლკაროთა საცხოვრებელებით უზრუნველყოფის პროგრამის შესახებ, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. 53 ბინა არის შეძენილი და ხდება ამ ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. უსახლკაროს სტატუსი, დაახლოებით, 400-მდე ოჯახს აქვს. ჩემი საარჩევნო...
დედაქალაქის მერია გარევაჭრობის აღკვეთის ღონისძიებებს განაგრძობს და გარემოვაჭრეებს მოწესრიგებულ ალტერნატიულ სივრცეს სთავაზობს. ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე ისაუბრა. მისი თქმით, მოვაჭრეები ეკონომიკურ საქმიანობას მოწესრიგებულ სივრცეში, კანონის შესაბამისად განაგრძობენ.  „ბოლო პერიოდში თბილისის მერიამ განახორციელა ღონისძიებები მეტროების მიმდებარე ტერიტორიებზე გარევაჭრობის აღკვეთის მიზნით, რაც კანონით დაუშვებელია. ქალაქში არსებობს კონკრეტული ადგილები, სადაც გარევაჭრობა ხდება....
ისნის რაიონის გამგეობამ ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დასაკავშირებლად მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  მისი თქმით, სამუშაოების შესრულების შემდეგ, ადგილობრივ მცხოვრებლებს დიდი ხნის პრობლემა მოუგვარდათ, რადგან აქამდე მათ სარკინიგზო ლიანდაგზე გადასვლა უწევდათ.   „ისნის რაიონის გამგეობამ ავლიპ ზურაბაშვილის ქუჩაზე, სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ, ორი მჭიდროდ დასახლებული უბნის დამაკავშირებელი, ფეხით მოსიარულეთა მიწისქვეშა გადასასვლელი მოაწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე...
წინა სტატია დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რაც ითვალისწინებს მწვანე ნარგავების დაზიანების ან თვითნებურად გაჩეხის შემთხვევაში, ასევე, მოვლა-აღდგენის წესების დარღვევისთვის ჯარიმების გამკაცრებას. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი დარღვევებისთვის, პირველ შემთხვევაში, ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 5 000 ლარი იქნება, ხოლო განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი.  „არაერთხელ გვითქვამს, რომ დედაქალაქში მწვანე ნარგავების მოვლა,...
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოების ტენდერი სამჯერ ჩიშალა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს. ადგილობრივი თვითმმართველობის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებისთვის გამოყოფილი 720 202 ლარის ღირებულების ტენდერებს მერია დაახლოებით ხუთი თვეა აცხადებს. პირველი მცდელობა მუნიციპალიტეტს 2022 წლის 18 მარტს, მეორე მცდელობა , 18 აპრილს, მესამე მცდელობა კი 16 ივნისს ჰქონდა. სამივე მათგანის შემთხვევაშ, ტენდერი ჩაშლილად გამოცხადადა. მასში მოაწილეობა არცერთ პეტენდენტს არ მიუღია....
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს, დაიცვან ტყეში უსაფრთხოების წესები და დაემორჩილონ იმ აკრძალვებს, რომელიც ტერიტორიაზე საპიკნიკე ადგილების მოწყობისას და კოცონის დანთებისას ვრცელდება. უწყება მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ტყეში ხანძრის გაჩენისთვის კანონი ითვალისწინებს ჯარიმას 300-500 ლარის ოდენობით, ასევე, 4-8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. "ზაფხული, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, განსაკუთრებით ხანძარსაშიში პერიოდია. სტატისტიკის მიხედვით, ტყეში ხანძრის გამომწვევი ძირითადი მიზეზი ადამიანთა დაუდევრობაა, რამაც შესაძლოა,...
მაღალი ტემპით მიმდინარეობს როგორც აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობა, ასევე ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეაბილიტაცია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილების გარდა, პროექტი მნიშვნელოვანია აბასთუმნის განვითარებისთვის. ამ გზის მშენებლობის შედეგად, აბასთუმანი-საირმეს გზაზე აღარ იმოძრავებს ტრანზიტული ტრანსპორტი, რაც კურორტის სრული განვითარების შესაძლებლობას იძლევა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ აბასთუმნის შემოვლითი გზის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო...
ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა. ფოთის მერიის ინფორმაციით, ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და დიზაინერული საქმიანობის მიმართულებით. პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. დაიგეგმა სტაჟირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებულ სტუდენტებს დასაქმდნენ და განახორციელონ თავიანთი ინოვაციური იდეები ჩვენს ქალაქში. „ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და...
ავტორი: რუსა მაჩიძე რაჭის ტყეების კრემლთან დაკავშირებული ბიზნესმენის, დავით ხიდაშელისთვის გადაცემას „მწვანე ალტერნატივა“ და რაჭის სათემო ორგანიზაცია სასამართლოში ასაჩივრებენ და აქტების ბათილად ცნობას ითხოვენ, რადგან, მათი თქმით, გადაცემის პროცესი მთელი რიგი დარღვევებით წარიმართა, წინააღმდეგობაშია კანონმდებლობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან და საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას და ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. სარჩელი და საჩივარი „მწვანე ალტერნატივამ“ და რაჭის სათემო ორგანიზაციამ 14 ივლისს თბილისის საქალაქო...
ქარელს მოსახლეობისგან დაცლა ემუქრება, – ამის შესახებ “რადიო მოზაიკას” ქარელის ოპოზიციონერი დეპუტატი ვასიკო ბაქრაძე ესაუბრა. ის ქარელის საკრებულოში “პარტიას” საქართველოსთვის წარმოადგენს. როგორც ბაქრაძე ამბობს, ქარელის მოსახლეობა რეგულარულად ტოვებს მშობლიურ ქალაქს და საცხოვრებლად თბილისში ან საზღვარგარეთ მიდის. “უმუშევრობაა გარშემო, რაც არაერთ სხვა პრობლემას იწვევს. ქალაქში პრაქტიკულად არ არებობს ადგილები, სადაც ადამიანები შეძლებენ დასაქმებას. ამიტომაც ადამიანები, ახალგაზრდები მიდიან, რადგან აქ მათთვის პერსპექტივა...
საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მიმართულებით, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში, 96 პროექტი განხორციელდა. ასევე, 37 პროექტი მიმდინარეობს და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება. ერთ-ერთი მისამართი, სადაც წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ზღვისუბნის მე-4 კვ. N4 კორპუსია. პროექტის ფარგლებში, ახალი მილები 295 გრძივ მეტრზე ეწყობა. ასევე, მონტაჟდება ექვსი საკომუნიკაციო ჭა. აღნიშნულ კორპუსში 1 024 კვ.მ ფართობზე სახურავიც რეაბილიტირდა, აგრეთვე, შეიცვალა წყალსაწრეტი მილები. მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის...
გორის მუნიციპალიტეტს მერია კომპანიას “მაგთიკომი” სატელეკომუნიკაციო მომსახურებაში 30 000 ლარს გადაუხდის. უწყებამ კომპანიასთან ხელშეკრულება კონსოლიდირებული ტენდერის გზით გააფორმა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “მომსახურების მიწოდება განხორციელდება 2022 წლის 01 ივლისიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მომსახურების გაწევის ადგილია საქართველო, ხოლო როუმინგის შემთხვევაში – შესაბამისი ქვეყანა”, – ნათქვამია ხელშეკრულებაში. ინფორმაციისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 2018-19 წლებში სატელეფონო ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან  79 228 ლარი დახარჯა, მიმდინარე წელს კი ამავე...
წინა სტატია ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა, - ამის შესახებ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ბიუჯეტის ზრდა ორი ძირითადი კომპონენტით - საკუთარი შემოსავლების ზრდითა და კაპიტალური ტრანსფერითაა განმპირობებული. „ბათუმის ბიუჯეტი 38 მილიონ 252 ათასი ლარით გაიზარდა, რაც მნიშვნელოვნად განპირობებულია ორი კომპონენტით. ერთი, საკუთარი შემოსავლების ზრდით, რომელიც 34 მილიონ ლარზე მეტია და მეორე, კაპიტალური ტრანსფერით, რომელიც 4...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ