ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ქალაქ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიან საცხოვრებელი კორპუსი შეისწავლა. დასკვნის მიხედვით, შენობის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია და გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება. სარდაფებში ჩამავალი წყლების გამო შესაძლოა განვითარდეს დეფორმაციები, რაც საფრთხეს უქმნის მდგრადობას. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
"შენობის სახურავზე და სადარბაზოებში კიბის უჯრედებში მოწყობილი წყლის ავზების გამო გადახურვის კონსტრუქციებზე საგრძნობლად მომატებულია დატვირთვები, რაც საფრთხეს უქმნის...
წინა სტატია
ეკონომიკის სამინისტრო ქუთაისის "პრესის სახლის" ყოფილი შენობის გაყიდვას ისევ ცდილობს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ობიექტის გასასხვისებლად აუქციონი მეორედ გამოცხადდა. მასთან ერთად, სამინისტრო ყიდის ყოფილ საკონსერვო ქარხანასაც, რომელიც ასევე არ გაიყიდა პირველად გამოცხადებულ აუქციონზე. ორივე ობიექტის ჯამური ღირებულება 13 265 000 ლარია.
ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისში 22 მსხვილი ქონებიდან მხოლოდ ერთი, ნიკეას ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთი გაყიდა. რაც შეეხება დარჩენილ 21 ობიექტს,...
ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდები უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, ეს ინიციატივა ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ ბოლო 2 წლის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონებში სწავლის დამადასტურებელი ცნობა.
მსურველთა განცხადებების მიღება 2022 წლის 1 აგვისტოდან იწყება. განცხადების შევსება Naec-ge-ზე შეეძლებათ.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ, ხუთწლიანი სარგებლობის უფლებით, „ახალციხის ციხეზე“ არსებულ ოთხ კომერციულ ობიექტზე, ელექტრონული აუქციონი მეორედ გამოაცხადა, როგორც ციხის დირექტორი, გიორგი ნათენაძე ამბობს თავდაპირველად აუქციონი ექვს ობიექტზე გამოცხადდა, მათგან ხელშეკრულება მხოლოდ ერთზე გაფორმდა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"ერთი ობიექტის გარდა ყველა თავიდან გამოცხადდა ფაქტობრივად ჩავარდა აუქციონი. ზოგ შემთხვევაში არ მიიღეს აუქციონში მონაწილეობა, ორი საერთოდ ჩავარდა, ზოგმა თქვა ვერ მოვასწარით დარეგისტრირებაო. ახლა...
საგზაო პროექტები, მთელი საქართველოს მასშტაბით, აქტიური ტემპით მიმდინარეობს. წელს, დაახლოებით, 600 კილომეტრი გზის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რაც წარმატებით ხორციელდება. ახლა ვიმყოფებით გომი-საჩხერე-ჭიათურის 11 კილომეტრიან მონაკვეთზე, სადაც მიმდინარეობს საფუძვლის მოწყობის სამუშაოები და სექტემბერში უკვე მთლიანად 11-ვე კილომეტრი იქნება დასრულებული, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გაცნობის შემდეგ განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, გომი - საჩხერე - ჭიათურა -...
წინა სტატია
ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატებს განაცხადების წარდგენის ვადა დღეს ეწურებათ.
კონკურსი საქართველოს პრეზიდენტმა 13 ივლისს, 2022 წლის აგვისტოში ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ორი წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით გამოაცხადა. ერთ-ერთი კანდიდატი ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილია.
ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო...
27 ივლისს გორის საავტომობილო გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 27 ივლისს, 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 03:00 საათიდან 06:00 საათამდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნის ჩამოშლის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის თავშესაფრის უზრუნველსაყოფად თანხები მეორედ გამოყო. მერიამ სასტუმროს მომსახურებისათვის ხელშეკრულება სასტუმრო კავკაზთან 17 ივლისიდან გააგრძელა და 37 800 ლარი გადაიხადა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
„განხორციელდეს, ქ. მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩა N1-ში არსებული მრავალბინიან საცხოვრებელი სახლიდან გასახლებული 24 მოქალაქის დროებით, მათი უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისათვის სასტუმროში გადაყვანის მიზნით, (ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2 650 000 ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის გაზრდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებისათვის გამოყოფილი თანხით მოხდება. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
ცენტრალური ბიუჯეტიდან რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მარნეულის მუნიციპალიტეტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ქემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის რეგიონის მერებთან შეხვედრის დროს გახდა.
"დაფინანსების პროგრამა რეგიონის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რაც მუნიციპალიტეტებში უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნას და...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთში სკვერი გაფართოვდება და შემოიღობება. სამუშაოებზე 12 000 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მერიამ პროექტის შედგენა უკვე დაავალა საპროექტო ორგანიზაციას - ოღონდ არა იმ კომპანიას, რომელმაც სკვერის ამჟამინდელი იერსახის თავდაპირველი ვარიანტი შეადგინა, არამედ სხვა ორგანიზაციას.
პროექტის ავტორი "არქი ლაბია'', რომელიც რიეთის სკვერის პროექტირებაში 424 ლარის მიიღებს.
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა - მშენებლობის 99% უკვე შესრულებულია.
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის საქლორატოროს ტესტირება მიმდინარეობს, რისი დასრულების შემდეგაც მატანის მოსახლეობა სტაბილურ წყალმომარაგებას მიმდინარე წლის აგვისტოში მიიღებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში ასევე, მოხდება დაზიანებული ასფალტის საფარის აღდგენაც და ამასთან,სამუშაოების ფარგლებში მოეწყო 60 კმ-ზე მეტი წყალმომარაგების ახალი ქსელი, აშენდა სათავე ნაგებობა, რეზერვუარი და საქლორატორო. პროექტს...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ბოლო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსის ზრდის ტემპი შემცირებულია, აქედან გამომდინარე, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ზრდის ტემპი შემცირებულია, ამიტომ აქ, საპანიკო არაფერი გვაქვს. ეპიდსიტუაცია მართვას სრულად ემორჩილება, შემთხვევების რაოდენობა ძირითადად არის მსუბუქი და მართვა ბინის დონეზე მიმდინარეობს, ჰოსპიტალიზაცია შედარებით დაბალია და საქართველოში დღეისთვის სულ ჰოსპიტალიზებულია 600-მდე ადამიანი. ქვეყანაში არის პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული წამალი, რომელიც მოქმედების...
თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მატარებლებლის ტარიფი გაიზარდა. 25 ივლისიდან თბილისი- ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე ორსართულიანი მატარებელებით მგზავრობის ღირებულებაა მეორე კლასისთვის 34 ლარი იქნება, პირველი კლასის ბილეთის ღირებულება 74 ლარი, ბიზნეს კლასი კი 124 ლარი იქნება.
"„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ორსართულიან სამგზავრო მატარებლებზე ტარიფებს ცვლის. ტარიფის ზრდის რიგ ობიექტურ მიზეზებს წარმოადგენს ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზრდილი ელექტროენერგიის, მატარებლების მოვლა-შენახვის, მასალების და სხვა ხარჯები.
სს...
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ქობულეთში ახალი 1 კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობა დასრულდა.
"ქობულეთს უკვე ახალი კილომეტრამდე სიგრძის ბულვარი აქვს, რომელიც პრემიერმინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა "განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აშენდა, პროექტში 8 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. აღსანიშნავია, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე, ველობილიკები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია, საინჟინრო ქსელები, ირიგაციის წყალსარწყავი სისტემები, რეალურად ეს არის ახალი სივრცე, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობები...
აბასთუმანში 120 მოსწავლეზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს.
განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის შენობა სრულად იქნება აღჭურვილი ყველა შესაბამისი სასწავლო რესურსითა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით.
"დღეს მოვინახულე აბასთუმნის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესი, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობს. მშენებლობის პროცესი დავიწყეთ წელს და უკვე გაისად, აბასთუმანში გვექნება ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ექნებათ ყველა პირობა იმისთვის,...
პირბადის სავალდებულოდ ტარების საკითხი არ განიხილება - მთავარი რეკომენდაციაა, რომ ვინც არ არის აცრილი ორჯერ, აიცრას და ვინც აცრილია, „ბუსტერი“ გაიკეთოს, - ამის შესახებ "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის" ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.
მისი თქმით, „ბუსტერი“ კარგად მოქმედებს კორონავირუსის ახალ შტამებზე.
„კორონავირუსის შემთხვევების უმეტესობა არის შედარებით მსუბუქი, არ ითხოვს ჰოსპიტალიზაციას, ჰოსპიტლები გადატვირთული არ არის, სულ შეიძლება იწვეს 500-მდე პაციენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ანუ ჯანდაცვის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































