საქართველოს პროკურატურამ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ყოფილ უფროსს ბრალდება წარუდგინა.
„გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივნისის წერილი, საბიუჯეტო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ...
10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის გადართვა დაწესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნახშირღელე-ქუთაისი-სამტრედიის საავტომობილო გზის კმ13+530 - კმ14+900 მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციას დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია შპს „ქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
10 სექტემბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით დროის პერიოდში ავტოტრანსპორტი ლომოურის და სოხუმის ქუჩების გავლით იმოძრავებს.
მარნეულის წყლისა და წყალარინების, ბოლნისის წყალარინების სისტემების მშენებლობის გაგრძელებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა, სამუშაოები უმოკლეს დროში გაგრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ორი კომპანია განახორციელებს.
შესაბამის ხელშეკრულებას ხელი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ, გუგა კაკაბაძემ და კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებმა: ‘’China Geo - Engineering Corporation’’ (CGC) -ის რეგიონალურმა დირექტორმა, ჩენგჟოუ ჰემ და ‘’POLAT Yol Yapi...
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის აბილიტაციის პროგრამაში დამატებით 20 მომლოდინე ბავშვი ჩაერთვება.
ზუგდიდის მერიის ცნობით, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული იყო 85 ბავშვის თანადაფინანსება. 20 ბავშვი კი მომლოდინეთა სიაში ირიცხებოდა.
საკრებულოს წევრ ოთარ ქადარიას ინიციატივით, დამატებითი თანხების მობილიზების შემთხვევაში, პრიორიტეტი მომლოდინე ბავშვების აბილიტაციის პროგრამაში ჩართვა უნდა ყოფილიყო, რაც საკრებულოს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსის, ნინო სხულუხიას...
„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციას მარკეტინგის სამსახურის განყოფილება ემატება, რისთვისაც ერთ თანამშრომელს აიყვანენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
„ჩამოყალიბდება მარკეტინგის სამსახური, რომლის ძირითადი მოვალეობა იქნება „ახალციხის ციხის“ პიარი, მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულება გაწერილი სტრატეგიის მიხედვით. დაემატება მხოლოდ ერთი შტატი“,- აცხადებენ ადმინისტრაციაში.
მათივე ინფორმაციით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთოების პროექტის მხარდაჭერით მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება მიმდინარეობს, რომელიც 14 თვე გაგრძელდება.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში ერთ-ერთი ადგილობრივი, ოთარ ყურაშვილი სტალინის ძეგლის დადგმას აპირებს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ყურაშვილს სურს სტალინის ძეგლი დადგას სოფლის შემოსასვლელში, როგორც ამბობს, მის კუთვნილ ტერიტორიაზე.
“მე პატივს ვცემ და მიყვარს ეს პიროვნება, თუ ვინმეს ექნება, მიგდებულები აქვთ და გადავწყვიტე რომ მოვიძიო. თანხა ასე ზუსტად არ მაქვს გათვალისწინებული, რამდენს გადავიხდი, სადმე 200 -300 ლარში თუ ვნახე… ჩემს ტერიტორიაზე მინდა...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინიტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზესტაფონისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაასრულა.
სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მთავრობის მიერ, ჯამურად, 14 მილიონ ლარით დაფინანსდა.
სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების სოფლებში რუფოთის, ქვედა სიმონეთის, დაბა შორაპანის, მეორე სვირის, სოფელ ქვედა საზანოსა და სოფელ ცხრაწყაროს სკოლებს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
"სკოლებში მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს...
„ანტიკორუფციული მოძრაობა“ ბათუმის მერიას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება ბათუმის მუნიციპალურ სასაფლაოს, რომელმაც 2015 წელს სამშენებლო კომპანია "მამისონთან“ ხელშეკრულება გააფირმა. ხელშეკრულების მიხედვით კი, დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე ქალაქის ახალი სასაფლაო უნდა გაკეთებულიყო. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ავანსად კომპანიას სამუშაოების ღირებულების 85%-ი, 2 844 000 ლარი დაერიცხა, თუმცა, ლევან გორგილაძე ირწმუნება, რომ ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ განხორციელებულა. მისივე განმარტებით, ქალაქში კრიზისია შექმნილი...
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ფოტოაპარატებისა და კომპიუტერების შესყიდვისათვის ორი ტენდერი გამოაცხადა. ორი პერსონალური კომპიუტერის, ერთი ნოუთბუქის, ოთხი გარე მყარი დისკის, ამდენივე მყარი დისკის, 8-8 ყურსასმენსა და ფლეშ მეხსიერების ბარათსა და ორ დინამიკში მარნეულის მერია 19 925 ლარის გადახდას გეგმავს.
35 191 ლარის ღირებულების ტენდერია გამოცხადებული ორი ფოტო აპარატის, ფოტო აპარატების ლინზების, მეხსიერების ბარათების, შტატივების, სტაბილიზატორებისა და ფოტო აპარატების ჩანთების შესყიდვისათვის.
"რადიო...
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის მოსწავლეებს 2019 წელს დაჰპირნენ, რომ მალე მათ ვაგონებიან სკოლას, ძველ იატაკს, ჩამოხეულ შპალერს და ძველ მერხებს, ახალი, კეთილმოწყობილი საგანმანათლებლო დაწესებულება შეცვლიდა. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
8 საკლასო ოთახი, კლასლაბორატორია, სამასწავლებლო, დირექციის ოთახი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასის საერთო სივრცე, ბუფეტი, სარეკრეაციო სივრცე, ღია ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედანი, ფოიე გარდერობით, დერეფანი - ეს იმ ინფრასტრუქტურის არასრული ჩამონათვალია,...
ვანდალიზმის კიდევ ერთი ფაქტი რუსთავში. 21-ე მიკრორაიონში, ახლადრეაბილიტირებულ სკვერში უცნობმა პირებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს. დაზიანებულია რეკრეაციული სივრცის ღობე და სკვერში არსებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონი.
ფაქტის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში რუსთავის საკრებულოს დეპუტატი გიგა ვეფხვაძე ავრცელებს.
"რა გვინდა ვერ ვხვდები? ლამაზი კოხტა ქალაქი თუ დალეწილი, გაპარტახებული გარემო? ჩვენი შვილებისთვის არაა ეს ყველაფერი? რატომ ვლეწავთ და ვამტვრევთ? 2 კვირა მაინც გვეცლია", - წერს ვეფხვაძე სოციალურ...
მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნისთვის შესაბამისი ავტობუსების შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერი გამოცხადდა, რომელშიც გურჯაანის მუნიციპალიტეტი მომავალ წელს ჩაერთვება. ინფორმაციას სპექტრი ავრცელებს.
„მიმდინარე წელს სააგენტომ უკვე გამოაცხადა კონსოლიდირებული ტენდერი, რომლითაც ყიდულობს ავტობუსებს და მასში ჩავერთვებით მომავალ წელს, რადგან ჩვენ აღარ გვაქვს უფლება, რომ ცალკე გამოვაცხადოთ ტენდერი.“ - განაცხადა საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ნატო გონგაძემ.
მისივე თქმით, 7 ავტობუსის შეძენა, სავარაუდოდ მომავალი წლის ზაფხულისთვისაა დაგეგმილი.
მერიის ინფორმაციით,...
თელავის აეროპორტიდან „მიმინო“ რეგულარული რეისების მიღება ოქტომბრიდან იგეგმება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა დავით ტეფნაძემ განუაცხადა, უახლოეს ხანებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება შიდა ფრენებზე ტენდერს გამოაცხადებს, რომელშიც უკვე გათვალისწინებული იქნება თელავის აეროპორტში რეისების შესრულების საკითხიც. მისი განმარტებით, განიხილება თელავი-ბათუმისა და თელავი-მესტიის მიმართულებაზე რეისებს დაწყება, თუმცა კონკრეტულად რომელი ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს, ეს ტენდერის შემდეგ გახდება ცნობილი.
თელავის აეროპორტი “მიმინო”...
თბილისის მუნიციპალიტეტი, საქართველოს ცენტრალური მთავრობისა და გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მხარდაჭერით, იწყებს ახალი სატრანსპორტო პროექტის განხორციელებას, რაც დედაქალაქის ქუჩებში ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემის განვითარებას გულისხმობს.
როგორც კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა, ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემა გზებზე უსაფრთხოების გაზრდის, საცობების შემცირებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით იქნება მნიშვნელოვანი.
„სისტემა მოიცავს მონაცემთა პლატფორმას, საგზაო სენსორებსა და ნაკადების მართვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს თბილისში რეალურ დროში...
„ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, ა(ა)იპ–ს მიმდინარე წლის იანვრიდან–აგვისტოს ჩათვლით, 68 048 ტურისტი ეწვია. მათ შორის, ყველაზე მეტი 6 543 რუსეთიდან.
გამოცემა „სამხრეთის კარიბჭეს“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ყველაზე მეტი 18,347 ვიზიტორი ციხეს ივნისში ეწვია. მათგან - 14 449 საქართველოს, ხოლო, 3 898 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.
იანვრიდან–აგვისტოს ჩათვლით „ახალციხის ციხეზე“ ყველაზე მეტი ვიზიტორი შემდეგი ხუთი ქვეყნიდან ეწვია:
რუსეთი - 6 543;
ისრაელი...
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გამართული ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომაზე „ევროკავშირმა მნიშვნელოვანი შეშფოთება გამოხატა რამდენიმე საკვანძო მიმართულებით 2021 წელს არსებითი პროგრესის ნაკლებობასა და ნეგატიურ განვითარებებთან დაკავშირებით“,- ამის შესახებ საქართველო- ევროკავშირის ასოცირების საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც ბრიუსელში, გუშინ გამართულ, ასოცირების საბჭოს მე-7 სხდომას ეხება.
ევროკავშირმა მოუწოდა საქართველოს, გააორმაგოს ძალისხმევა დემოკრატიის შემდგომი კონსოლიდაციისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































