ქედაში, სოფელ წონიარისში ახალი ხიდის მშენებლობა მთავრდება. სამუშაოები უკვე დასრულდა ხიდის საყრდენ ბურჯებზე. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.
ამ ეტაპზე სავალი ნაწილის არმირების სამუშაოები ხორციელდება. ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
ხიდი სხვადასხვა ტურისტულ მარშრუტზე ტურისტების უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბათუმში თვითმმართველობის არჩევნებისთვის პარტიული სია და საერთო ოპოზიციური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
წარდგენისას აღინიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციის შეთანხმების თანახმად, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი ვახტანგ კალოიანი დაიკავებს.
„ჩვენ შევძლებთ, ჩვენი არჩევანი დავიცვათ და არ მივცეთ საშუალება რეჟიმს, რომელიც სახლებში გვეჭრება, კვლავ გააგრძელოს მართვა“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.
ბათუმის პარალელურად, „ევროპულმა საქართველომ“ ბათუმში დღეს აჭარის...
ა(ა)იპ ახალციხის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანებიდან გათავისუფლებულმა იურისტმა, მარინა აბულაძემ, ახალციხის რაიონულ სასმართლოში საჩივარი შეიტანა. იგი სამსახურში აღდგენას, განაცდური საათების ანაზღაურებას და პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას ითხოვს. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.
აბულაძის უფლებებს „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი, თეა თედლიაშვილი დაიცავს. უახლოეს პერიოდში, სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს მარინა აბულაძის დაც, თამარ აბულაძეც, რომელიც წლების განმავლობაში ახალციხის საკრებულოს აპარატის უფროსი იყო. ორივე ...
წინა სტატია
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ტელეკომპანია “იმედს”, გაუშვან ჩვენი უფასო პოლიტიკური რეკლამა და შეასრულონ მათ მიმართ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოსა“ და ოპოზიციის ნაწილის კანდიდატმა ჩუღურეთში, გიორგი ნონიაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს ნათლად აჩვენებს იმას, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს ხელისუფლება და მათთან აფილირებული მედიასაშუალებები პოლიტიკური ოპონენტების მიმართ.
„მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტელეკომპანია “იმედმა” არ გაუშვა...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” ღია წყაროებსა და საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით მოუყარა თავი იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც პოლიტიკოსების მიერ გაცემული დაპირებებით ქუთაისში უნდა განხორციელებულიყო. წლების განმავლობაში მათ აანონსებდნენ და საჯარო პრეზენტაციებსაც მართავდნენ, მაგრამ დღემდე მათი უმრავლესობა არც დაწყებულა.
რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია 2018 წლის აპრილში, ქალაქის მაშინდელმა მერმა, გიორგი ჭიღვარიამ დააანონსა. როგორც მაშინ ითქვა, პროექტი ითვალისწინებდა 70-მდე სახლის რეკონსტრუქციას რიონის...
არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, თელავში არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობენ და ” ქართულ ოცნებას” საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ რადიო ჰერეთი წერს.
პარტია ” საქართველოსთვის” თელავის მერობის კანდიდატი, გიგა ორკოდაშვილი რადიო ჰერეთთან ამბობს, რომ წინასაარჩევნოდ, მმართველ პარტიას ადმინისტრაციული რესურსი აქვს მობილიზებული.
“წინასაარჩევნო გარემო არის არათანაბარი, რასაც თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურად ვხედავთ და ვაკვირდებით. ხელისუფლება იყენებს ყველა ტიპის ბერკეტს. პოლიტიკურ...
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერებმა გიორგი ვაშაძემ და სერგო ჩიხლაძემ ლაგოდეხში, კახეთის მაჟორიტარობის კანდიდატები და გუნდის წევრები წარადგინეს.
„მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის“ მერობისკანდიდატი ლაგოდეხში მალხაზ ნოზაძე იქნება.
პოლიტიკური პლატფორმის სახელით არჩევნებში მაჟორიტარობისა და მერობის კანდიდატები იქნებიან:
დავით ლომიძე - საარჩევნო სიის პირველი ნომერი, მაჟორიტარობის კართუბნის და ბოლოკიანის თემის ოლქში ლაშა მახათაძე - საკრებულოს მოქმედი წევრი
ლელა ქვრივიშვილი - მაჟორიტარობის კანდიდატი თელის, წიფლის წყაროს, თამარიანის, ცოდნისკარის, დავითიანის, ვარდისუბნის, მშვიდობიანის, საქობოს და...
გაერთიანებული ოპოზიცია ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან აქციას მართავს. მაჟორიტარობის კანდიდატები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები რეგიონში სუს-ის შენობასთან პლაკატებით მივიდნენ “ ნუ ისუსები”, “აბა გისმენ”. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.
ოპოზიციის განცხადებით, კომედიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც ყველას უსმენენ ეკლესიას, სახელმწიფო მოხელეებს, თვით ბიძინა ივანიშვილსაც კი.
მათივე განცხადებით, 2 ოქტომბრის არჩევნების მთავარი ამოცანაა დასრულდეს ის საშინელება ქვეყანაში რაც ხდება.
"კომედიური ქვეყანა ვართ. ყველას უსმენენ...
„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მომზადებული 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შუალედურ ანგარიშებში მოყვანილია ისეთი შემთხვევები, რომლებიც საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე, 2021 წლის 3 აგვისტომდე მოხდა, ამ პერიოდში კი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაზე საუბარი ზედმეტია.
როგორც პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ისინი მოუწოდებენ ორგანიზაციებს, საზოგადოებისთვის გამჭვირვალედ აღნიშნონ მათ ანგარიშებში, რომ საარჩევნო კამპანია დაიწყო 3 აგვისტოს და მანამდე...
თელავში ამ დროისთვის მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უფასოა. როგორც knews.ge-ს თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, გარკვეული დროის განმავლობაში მგზავრობა კვლავ უფასო იქნება და არც სამომავლოდ იგეგმება გადასახადის დაწესება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის თელავს ევროსტანდარტების 10 ავტობუსი ემსახურება. აქედან სრული დატვირთვით მხოლოდ 5 მათგანი მუშაობს. ასევე შეგახსენებთ, რომ თელავში მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა 8 თებერვლიდან დაიწყო. EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქს გასული წლის ბოლოს...
"ქართული ოცნების“ წევრის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარტიამ 1-ლი სექტემბრიდან დღემდე „ქართული ოცნებისა“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ მიმართული 13 დარღვევა გამოავლინა. როგორც პაპუაშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, 13 დარღვევიდან 7 მმართველი გუნდის საარჩევნო ატრიბუტიკის დაზიანებას ეხებოდა.
„ჩვენი გუნდი სისტემატურად აწვდის ინფორმაციას ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს იმ დარღვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია „ქართული ოცნების“ და კონკურენტული საარჩევნო გარემოს წინააღმდეგ. 2021 წლის...
2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე, გურჯაანში საარჩევნო ოლქში, პროპორციული სიით 11 პარტიაა დარეგისტრირებული. გამოცემა სპექტრი პარტიების მიერ წარდგენილი სიების პირველ ათეულებს აქვეყნებს.
პარტია მესამე ძალას სიაში 29 კანდიდატი ჰყავს შეყვანილი. ათეული კი ასე გამოიყურება.
1. ოთარი მინაშვილი
2. გოჩა თუთაშვილი
3. ეკატერინე როსტოშვილი
4. ნოდარი მეურმიშვილი
5. ლენკა ლუაშვილი
6. თამარი ამისულაშვილი
7. იოსები გოჩიაშვილი
8. ნინო ქაჩლიშვილი
9. გიორგი გელაშვილი
10. ლია ჩახვაშვილი
პარტია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით სულ 32...
ყველა თანხმდება იმაზე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დამოუკიდებლობამდე კიდევ ბევრი ღონისძიების განხორციელებაა საჭირო. მმართველობის დეცენტრალიზაცია, რომელიც ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მთავარი ვალდებულებაა ქვეყნის წინაშე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. ამის შესახებ სტატიას კახეთის ხმა აქვეყნებს.
კახეთში პოლიტიკური პარტიების და თვითმმართველობის კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, თვითმმართველობა, უმეტესად საკუთარ შესაძლებლობებს არ იყენებს და სხვადასხვა სახის პროექტებსა თუ აქტივობებს ცენტრალურ ხელისუფლებას...
ბათუმის გენგეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტში“ არ გამორიცხავენ, რომ ბათუმის გენგეგმაზე მუშაობისას ბათუმის აეროპორტის გადატანის საკითხიც დადგეს. როგორც კომპანიის დირექტორმა მამუკა სალუქვაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, აეროპორტთან დაკავშირებით სხვადასხვა მხარისგან არსებობს რიგი მოსაზრებები, რომელთაგან ერთ-ერთი მისი გადატანაა.
„ისტორიული ქალაქის ტერიტორიაზე ახლაც კი ე.წ. უკანონო მშენებლობებზეა საუბარი, სრულიად გაუგებარია ეს როგორ ხდება, თუმცა, ამგვარი ფაქტები არის და ამის შესწავალსაც დავიწყებთ. ბულვართან...
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 37 მლნ. ლარი დახარჯა იმისთვის, რომ ეს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ახალი საცხოვრებელი კომპლექსი აეშენებინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წყალტუბოში განაცხადა, სადაც 420 დევნილ ოჯახს ახალი ბინის გასაღები გადაეცა.
მთავრობის მეთაურის თქმით, 15 სანატორიუმში, იძულებით გადაადგილებული პირები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ.
„ყველას მოგესალმებით. დიდი პატივია დღეს თქვენთან ერთად ყოფნა და ამ საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობის მიღება. წლების...
დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში ქალაქის ცენტრში მიმდინარე მშენებლობას მოჰყვა. გოგოლის ქუჩაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე მიმდინარეობს. ინფორმაციას მთავარი არხის ავრცელებს.
დეპუტატებმა საკრებულოს სხდომაზე ნაგებობების ამსახველი ფოტოებიც მოიტანეს და მოითხოვეს პასუხი მთავარ კითხვაზე - რა დანიშნულება ექნება გოგოლის ქუჩაზე მშენებარე 9 კორპუსს.
2011 წელს კი გაცემულია ნებართვა, რომ ავტოსადგურის გვერდით უნდა ყოფილიყო სავაჭრო ცენტრი, თუმცა, ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ეს კორპუსები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































