გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
უწყების განმარტებით, კანდიდატს მოეთხოვება კულტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება, ასევე უმაღლესი განათლება. მერიამ გამოსაცდელ ვადად 12 თვე განსაზღვრა, თანამდებობრივი სარგო კი აღნიშნულ პოზიციაზე 1 200 ლარია.
დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიაროს კონკურსის 3 ეტაპი: განცხადებების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
ცნობისთვის, აღნიშნულ პოზიციას გურამ პაპუაშვილი იკავებდა, რომელიც...
წინასაარჩევნო პერიოდში განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, კენჭისყრის დღეს გარკვეული ინციდენტები პარტიების მხარდამჭერებს შორის, გამოწვევა გახდეს. ასეთი გამოწვევების თავიდან აცილება მნიშვნელოვანია, რათა ამომრჩეველი არ დარჩეს სახლში, მივიდეს საარჩევნო უბანში და თავისუფლად გამოხატოს ნება, რომელიც აისახება არჩევნების შედეგებში, - ამის შესახებ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა, მათმა წევრებმა და მხარდამჭერებმა ხელი შეუწყონ საარჩევნო უბნებში მშვიდი გარემოს შენარჩუნების საყოველთაო...
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ, გორში, ხელისუფლების მხრიდან ზეწოლებზე, ყველაზე მეტად ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრები ჩივიან. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ სუბიექტებს, ისინი, ძირითადად, ყურადღებას წინასაარჩევნო გარემოს არათანაბარ პირობებზე ამახვილებენ. ამ თემაზე სტატიას შიდა ქართლს საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გორის მერობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის – ლადო ხინჩეგაშვილი მმართველი გუნდიდან; კოტე ანანიაშვილი – გახარიას გუნდიდან; ეთერ ჯალაღანია – ევროპული...
შიდა ქართლში ცხოველთა თავშესაფარი 1 ოტომბრიდან დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელი, თამარ აფციაური საუბრობს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
მისი თქმით, ინტერმუნიციპალური სერვისების სააგენტო იგივე პრინციპით გააგრძელებს მუშაობას, როგორც - აქამდე. ამჟამად, სააგენტოს მხოლოდ ერთი მანქანა ემსახურება. რაც შეეხება სხვა მუნიციპალიტეტებს, კასპის, ქარელისა და ხაშურის მერებმა, მანქანების შეძენაზე, ტენდერი უკვე გამოაცხადეს.
,,გავაგრძელებთ იგივე პრინციპით მუშაობას, როგორც აქამდე. მოხდება ცხოველთა...
გორის მერად, 2021 წლის 2 ოქტომბერს, კენჭს ოთხი კანდიდატი იყრის. აქედან ერთი ქალია. ოთხ კანდიდატს შორის, ყველაზე მეტი და თანაც მრავალფეროვანი და სხვადასხვა პროფილის ბიზნესი – ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ვასილ მახარაშვილს აქვთ. დანარჩენ ორ კანდიდატს – ეთერ ჯალაღანიას და კონსტანტინე ანანიაშვილს არც ერთ კომპანიასთან აქვთ შეხება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით ჩვენ ოთხივე კანდიდატის...
ჩინეთის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „სინოფარმის“ მილიონი დოზა საქართველოშია. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში ნათქვამი, საქართველოში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
„ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული „სინოფარმის“ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.
ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ . მასობრივი ვაქცინაციის ცენტრებში აცრა...
საზოგადოება არ ემზადება 3 ოქტომბრისთვის, ასეთ დესტრუქციულ გზაზე არც ერთ პარტიას არ გაჰყვება, რამეთუ ჩვენ საზოგადოებას კარგად გაცნობიერებული აქვს საითკენ შეიძლება მიდიოდეს ქუჩაში გადატანილი პოლარიზაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, არეულობის ტირაჟირებაა ქვეყანაში, იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, რათა ხვალინდელი არჩევნები ჩატარდეს ღიად, სამართლიანად და თავისუფალ გარემოში.
„მართალი, თუ ტყუილი, ეს თემა თავისთავად არღვევს წინასაარჩევნო გარემოს,...
საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას, - ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
ცესკოს ცნობით, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ინტენსიური ზეწოლა გრძელდება. მათივე ინფორმაციით, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ბესიკ ლაჩაშვილმა მიიღო სატელეფონო შეტყობინება, სადაც მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებენ და გადადგომის შემთხვევაში მხარდაჭერას ჰპირდებიან.
ცესკოს ინფორმაციის თანახმად, შეტყობინების...
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტარების დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ევროპარლამენტარებს საქართველოს ევროინტეგრაციის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველოს დემოკრატიულ პროგრესში ევროკავშირის ჩართულობა და მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისთვის უმნიშვნელოვანესია.
ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებისთვის სრულ მზადყოფნაზე ისაუბრა, ასევე, ხაზი გაუსვა არჩევნების მნიშვნელობას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ძლიერი ინსტიტუტების...
როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში ამ ყველაფერზე თვითონ სააკაშვილი მოგიყვებათ შემდეგ დღეებში, როდესაც ყველაფერი ჩაივლის და 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე ქართველი ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას,- ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა ობოლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გამოეხმაურა შსს-ს მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი.
როგორც ნიკა ობოლაძემ აღნიშნა, თვითონ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაშიც ჩანს,...
განადგურების პირას მისული უნიკალური კომპლექსი, რომელიც მარტვილის ტურისტული ცენტრი უნდა გამხდარიყო. რეგიონში სადაც ახლა უმძიმესი ვითრებაა "ქართული ოცნება" არც თავად აკეთებს საქმეს და ოპონენტებსაც ხელს უშლის. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
დევნილ გენერალს, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მარტვილის კანიონის გახსნაზე მუშაობდა და ახლა ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატია ხელისუფლების ბრძანებით გადაადგილებას უზღუდავენ. მაგრამ ოპოზიცია წინააღმდეგობების მიუხედავად ბრძოლას აგრძელებს.
მარტვილში "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატს...
არასამთავრობო ორგანიზაციები „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) და დემოკრატიისა და უსაფრთხოების განვითარების ინსტიტუტის (IDSD) საარჩევნო პროცესზე კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების გავლენის შესახებ მიმდინარე კვლევის წინასწარ მიგნებებს აქვეყნებენ.
კვლევა აფასებს კრიმინალური ავტორიტეტების/არაფორმალური ჯგუფების ჩართულობისა და გავლენის მასშტაბს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო პერიოდში.
კვლევა ხორციელდება სამაგიდე და თვისებრივი კვლევის მეთოდების გამოყენებით. პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარებული სამაგიდე კვლევის ფარგლებში შეჯერდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო...
„ეფექტიანი და მდგრადი ტყითსარგებლობის რეფორმა, შემიძლია შევაფასო, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი სულ მცირე ორი ასპექტით: ერთი, რა თქმა უნდა, უკავშირდება ენერგოეფექტიანობას, მეორე კი უკავშირდება ჩვენი ტურისტული პოტენციალის, მათ შორის ეკოტურიზმის განვითარებას“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) პროექტის “საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა - ECO.Georgia -ს ხელმოწერის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დოკუმენტს,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების და ასევე წინასაარჩევნო პროცესში მიმდინარე გამოძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ მიაწოდა.
„მსურს საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შსს-ს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. ჯერ კიდევ 31 აგვისტოს შს მინისტრის მხრიდან გამოიცა ბრძანება, რომლითაც ყველა ტერიტორიულ ორგანოში შეიქმნა სპეციალური დანაყოფი,...
წინა სტატია
"ქართული ოცნება" არჩევნებზე ხმების პარალელურ დათვლას აპირებს. ამის შესახებ პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან განმარტა, პარალელური დათვლა ყველა უბანზე განხორციელდება.
"იმ ოქმებზე, რომელიც შედგება ადგილზე შევიყვანთ ბაზაში და ჩვენს მოსახლეობას საშუალება ექნება, რომ პარალელური დათვლის მეშვეობით უფრო ადრე გაიგოს შედეგები", - თქვა პაპუაშვილმა.
გარდა ამისა, პაპუაშვილმა წარადგინა ახალი საარჩევნო პორტალი 2021, სადაც მოქალაქეებს არჩევნების დღესთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება...
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მიბილიზებული არიან პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.
რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარომადგენლების გადაადგილებას, დარახველიძის თქმით, აღნიშნული ყოველდღიურად, სტანდარტულად ხორციელდება.
„რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საკითხს, როგორც აღვნიშნე, საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მიბილიზებული არიან პოლიციის შესაბამისი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































