"ძალიან ბევრი კომენტარი ვნახე, ამ გჭირვებაში, პრობლემებში რატომ ხარჯავთ თანხებსო. ქალაქში ახალი წელი უნდა იყოს, ბავშვებმა უნდა იგრძნონ ის სილაღე, რაც მნიშვნელოვანია მათთვის", - ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ახალგაზრდებთან შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ლაცაბიძის თქმით, წელს რუსთავში "ოდნავ განსხვავებული ახალი წელი იქნება". "ინფო რუსთავის სოციალურ ქსელში კომენტარებს ვკითხულობდი და მინდა ვთქვა, რომ მე შარშან, დეკემბერში, როდესაც ახალი...
საკანონმდებლო ორგანო „სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე იწყებს მსჯელობას, რომლის მიხედვითაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირების და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტის ოდენობის განსაზღვრა ყოველწლიური ინდექსაციით უნდა მოხდეს. ახალი ინიციატივით ამ კატეგორიის პირთა სოციალური დახმარების პაკეტი აღარ იქნება დამოკიდებული ყოველ საბიუჯეტო წელს ამ მიზნისთვის გამოყოფილი ასიგნებების ოდენობაზე და ფისკალურ პარამეტრებზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, 2023 წლიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული...
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, თუ დაჯარიმების შემდეგ კომპანია აგრძელებს უკანონო მშენებლობას, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა შეკითხვას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამარტივდეს ჯარიმები უკანონო მშენებლობებზე. კალაძის შეფასებით, პარლამენტთან ერთად შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები უკანონო მშენებლობების აღკვეთის შესაძლებლობას იძლევა. „უკანონო მშენებლობები ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო 2017 წელს, როდესაც ჩვენ აგვირჩიეს და დავიწყეთ მუშაობა დედაქალაქის მთავრობაში....
ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა. მათივე ცნობით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED...
ბათუმს UNESCO-ს მუსიკის ქალაქის წოდება მიენიჭა -  ინფორმაციას ამის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ბათუმის მუსიკის სფეროს წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ UNESCO-ს  უნიკალურ პროექტებსა და ღონისძიებებში. "აღნიშნული ტიტულის მინიჭება ბათუმის მერიის მიერ UNESCO-ში წარდგენილი განაცხადის საფუძველზე განხორციელდა, რაც გულისხმობს ქალაქის მზაობას, გაიზიაროს საუკეთესო გამოცდილება და გააძლიეროს თანამშრომლობა, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებას და კულტურული ინდუსტრიების გაძლიერებას, ასევე გაზრდის მონაწილეობას კულტურულ ცხოვრებაში. ამასთან,...
საქართველოს პროკურატურამ დაბა გომისმთაზე, სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად დაუფლების კიდევ ექვსი ფაქტი გამოავლინა, -  ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, თაღლითობის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ბრალდება 6 პირს წარედგინა. „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წელს, ბრალდებულებმა მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინეს ყალბი დოკუმენტები მასზე, რომ თითქოსდა...
"ვმუშაობთ უკვე იმაზე, რომ უფრო მდგრადად ერთი, ინტერტრანსთან მოლაპარაკება შედგეს და კონკრეტული პირობების გაუმჯობესება მოხდეს და მეორე, დამატებით მუნიციპალიტეტმა მოძებნოს გარკვეული რესურსი, შეისყიდოს ავტობუსები და თუ ამის საჭიროება იქნება ისევ გააგრძელოს ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ უკვე დავიწყეთ",- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, არასამთავრობო სექტორთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ინფო რუსთავი ავრცელებს. ლაცაბიძის თქმით, რუსთავი-ისნის მეტროს მიმართულებით დანიშნული ავტობუსებით ყოველღიურად 3500-მდე...
ქარელის მუნიციპალიტეტში 3 სკოლის რეაბილიტაცია იგეგმება, – ამის შესახებ რესურსცენტრის უფროსმა, გიორგი კობახიძემ განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. მისივე თქმით, საუბარია მოხისის, აგარის და ქარელის პირველ სკოლების რეაბილიტაციაზე. “ქარელის პირველ საჯარო სკოლაზე უკვე ტენდერია გამოცხადებულ,და მომავალ წელს დაიწყება სამუშაოები. ასევე მომავალ წლის პროექტია აგარის სკოლის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე ქარელის პირველ და აგარის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. რაც შეეხება მოხისის...
2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკური...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მჭადიჯვრის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუახევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ინტენსიურად მიმდინარეობს. მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გზის სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება სოფლის მისასვლელში, სადაც 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტის საფარი იგება, ასევე, მოეწყობა სანიაღვრე არხები. „პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 307 000 ლარამდე შეადგენს. სოფელ შუახევში მიმდინარე სამუშაოებს მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე, დუშეთის...
ოლიმპიური სპორტის სახეობებში მონაწილე სპორტსმენებს გორის მერია სწავლის გადასახადს 500 ლარით დაუფინანსებს. ინიციატივა საკრებულოს ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა გელაშვილს ეკუთვნის. აღნიშნულ საკითხს მხარი დეპუტატების უმრავლესობამ დაუჭირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. გელაშვილის თქმით, ეს არის ერთჯერადი დახმარება და მომავალში თუ ისეთი რაოდენობა იქნება, რომ ბიუჯეტურად გაწვდეს მერია, შესაძლებელია ამ დაფინანსების გაზრდაც. “სპორტსმენებს, რომლებიც ირიცხებიან ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში და ამის პარალელურად უმაღლეს საგანმანათლებლო...
კურორტ ახტალას რეაბილიტაციისთვის სამშენებლო სამუშაოები ჯერ კიდევ არ დაწყებულა. როგორც გამოცემა "კახეთის ხმასთან" ახტალას დირექტორმა გოგა უტიაშვილმა განუცხადა, რეაბილიტაციამდე ჩასატარებელია სხვადასხვა სახის კვლევითი სამუშაოები, რომელიც ამ დროისთვის მიმდინარეობს. "დაგეგმილი სამუშაოები აუცილებლად განხორციელდება. ამ დროისთვის სხვადასხვა სახის კვლევითი და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. რაც შეეხება დამსვენებლებს, დავასრულეთ სეზონი და მომავალი სეზონისთვის ვემზადებით”,- განაცხადა "კახეთის ხმასთან" გოგა უტიაშვილმა. როგორც კურორტ “ახტალას” მფლობელი ინვესტორი კომპანია...
ახალციხეში, რუსთაველის ქ. N99ა-ში მდებარე აფეთქებული კორპუსის რეაბილიტაცია 8 ნოემბერს ოფიციალურად დასრულდა. სამუშაოებში ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 148 ათას ლარამდე დაიხარჯა. თითქმის ორწლიანი ლოდინის შემდეგ, კორპუსის მაცხოვრებლები შინ დაბრუნდებიან. „რუსთაველის ქუჩა №99-ში მდებარე  შენობაში პროექტით გათვალისწინებული, როგორც გამაგრებითი, ისე წყალ-საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები დასრულებულია და  მობინადრეების  ნაწილი უკვე შესულია თავიანთ ბინებში. თუ სადმე, რაიმე სახის  პრობლემა გამოიკვეთება, მერია მზად არის შეისწავლოს საკითხი და შესაბამისი...
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 ოჯახ ელექტროენერგიის გადასახადს აღარ გადაიხდის. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სოცილაურად დაუცველი, შშმ პირები და მრავალშვილიანი ოჯახები გასათბობად და ყოველდღიური მოხმარებისთვის ელექტროენერგიას მათი სახლის სახურავებზე დამონტაჟებული ფოტოელექტროსადგურებიდან მიიღებენ და ამასთანავე წვლის შეიტანენ გარემოს დაცვის საკითხებში. ოჯახები სოციალური სტატუსის მიხედვით მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით შეირჩნენ და მათ ასევე ელექტროსადგურების მონტაჟში თავად მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ფოტოელექტროსადგური მზის დახმარებით გამოიმუშავებს...
რუსთავის საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე აპარატის თანამშრომლებს სამსახურის დატოვებას აიძულებს, - ამის შესახებ რუსთავის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელმა და თანამშრომლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. მათ შრომის ინსპექციის დასკვნაც გაასაჯაროეს. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსმა არჩილ ძამაშვილმა განაცხადა, საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი თანაშემწის მხრიდან მასზე და სხვა თანამშრომლებზე სისტემატური ზეწოლა ხდება. მათ ამის თაობაზე მიმართეს შრომის ინსპექციას, რომელმაც საკითხის შესწავლა დაიწყო. ძამაშვილის განმარტებით, დღეს მიიღეს...
აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შერჩეული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულების ეტაპზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას აბაშის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 46 პროექტი განხორციელდა. ადმინისტრაციულ ერთეულებში, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ამოიწმინდა სანიაღვრე არხები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებსა და თავშეყრის ადგილებს, მოიხრეშა გზები და მოეწყო გზისპირა მოსაცდელები, სპორტული ინფრასტრუქტურა, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ