მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ალგეთში შიდა გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და სახელშეკრულებო თანხამ - 895 000 ლარი შეადგინა. „მოგახსენებთ, რომ წინა წლებში აქტიურად ხორციელდებოდა სოფელთან მისასვლელი გზისა და სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია. შესაბამისად, სოფელში უკვე რეაბილიტირებულია შიდა გზების უმეტესობა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში 23 სოფელში მოწესრიგდა შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა. ჯამში 28 000 გრძივი მეტრის გზა...
2023 წლიდან სკოლებში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილების აქტიურად ჩატარება სავალდებულო იქნება. აღნიშნულს ფიზიკური აქტივობის სახელმწიფო სტრატეგია ითვალისწინებს, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჯანმოს რეკომენდაციების მიხედვით მუშაობს. დოკუმენტი საბოლოო სახეს წლის ბოლომდე მიიღებს, 2023 წლიდან კი, მისი განხორციელება დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა კახა ღვინიანიძემ განაცხადა, სტრატეგიის პროექტის თანახმად, სკოლებში მონიტორინგიც განხორციელდება, რამდენად ხარისხიანად, რეგულარულად ტარდება სპორტის გაკვეთილი...
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ გათვალისწინებულ კონკრეტულ სამართალდარღვევებზე მუნიციპალიტეტების უფლებამოსილება გაიზრდება. კანონის პროექტი, რომელიც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა, ითვალისწინებს ცალკეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდებაზე უფლებამოსილი პირის ცვლილებას და ერთეულ შემთხვევაში სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრას. როგორც პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი ზარქუამ განმარტა, მოქმედი რეგულაციით მუნიციპალიტეტებში თუ რაიმე დარღვევა მოხდა, მაგალითად, უნებართვო მშენებლობა, სამშენებლო მასალებით დანაგვიანება და კეთილმოწყობილი სკვერების დაზიანება, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს და მერიებს...
მუნიციპალური განვითარების ფონდი, დუშეთის ურბანული განახლების პროექტზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის მომზადებულ სიუჟეტს ეხმაურება. როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, „სიუჟეტი შეიცავდა არაერთ არასწორ ინფორმაციას და ემსახურებოდა მხოლოდ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ინტერესებს“. „ გვსურს გამოვეხმაუროთ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ დუშეთის ურბანული განახლების პროექტთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტს, რომელიც, ტრადიციულად, პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან ინფორმაციის გადამოწმების გარეშე მომზადდა. სიუჟეტი შეიცავდა არაერთ არასწორ ინფორმაციას და ემსახურებოდა მხოლოდ...
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები ყოველწლიურად გაზრდილ სოციალურ პაკეტს მიიღებენ, რომელიც გარდა იმისა, რომ ინფლაციას სრულად დააკომპენსირებს, ასევე დამატებით გაიზრდება ეკონომიკის რეალური ზრდის 80%-ით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის სოციალური პაკეტი გაიზრდება ინფლაციის შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 20 ლარით. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „სოციალური დახმარების შესახებ“...
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიას მხარი დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირას სესიაზე განიხილავენ და ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტის შენიშვნებით და რეკომენდაციებით მთავრობას უკან დაუბრუნდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, მომდევნო წელს ბიუჯეტის დეფიციტი მცირდება, რაც ინფლაციის შემცირებაზე დადებით გავლენას მოახდენს. "ჩვენი მოთხოვნაა ბიუჯეტის დეფიციტი კიდევ უფრო შემცირდეს. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ინფლაციაზე. ბოლო ორი წელია...
პირველი დერეფანი, რომელიც იკვრება, არის ჭავჭავაძე - მელიქიშვილი - რუსთაველის რეაბილიტაცია. ამ ყველაფერს ქეთევან წამებულის გამზირი ემატება, რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, ქალაქში 12 პრობლემური კვანძია, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, თუმცა ამ სამუშაოების ერთდროულად განხორციელება ვერ ხერხდება, რადგან დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები იქმნება. „წელს ჩავატარეთ ორი გამზირის განახლება - მელიქიშვილი, რომელიც...
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის ფარგლებში, შეირჩა და გამოქვეყნდა მეექვსე ეტაპზე აუქციონის გზით იჯარით გასაცემი საძოვრის კატეგორიის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მონაცემები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საძოვრების იჯარით აღების მსურველთა განაცხადების მიღება 14 ნოემბერს დაიწყო და 10 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. „გამოქვეყნებულია სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონების 113 ერთეული...
ქარელის მუნიციპალიტეტის მერია საახალწლო გასანათებელი მოწყობილობებში 86 300 ლარს დახარჯვას გეგმავს. მერიამ საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა, სატენდერო განაცხადების ბოლო დღე 22 დეკემბერია. სატენდერო პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 დღეში უნდა უზრუნველყოს.
რუსთავის მერია 6 რკინის კონსტრუქციის ხის ჯოტეჯსა და 10 ხის გასაშლელ/დასაკეცი დახლს შეისყიდის. აღნიშნული ინვენტარის შესაძენად 62 800 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი ა(ა)იპ “ქალაქ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა” გამოაცხადა. სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ გამარჯვებულმა კომპანიამ ხის კოტეჯებისა და დახლების ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მერიის წინ მდებარე მოედანი.
15 დეკემბერს დასრულდება “განახლებული რეგიონების” ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები ქარელში, – ამის შესახებ ზაზა გულიაშვილმა ისაუბრა. ქარელის მერის თქმით, სამუშაობის ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია. “პროექტი, რომელიც რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს, როგორც მე ამას მუშები მეუბნევიან. მოგეხსენებათ, რომ მოხდა როგორც კორპუსების გარეფასადის გაკეთება, ასევე მოეწყო სანიაღვრე არხები და ტროტუარები. ტროტუარები, რომელიც ადაპტირებული იქნება, რაც ადრე მუნიციპალიტეტში არსად არ იყო ხელმისწვდომი. პროექტის...
ხონში ელექტრონულ ტენდერებს "ქართული ოცნების" შემწირველები იგებენ, - ამის შესახებ  ხონის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" და იმერეთის ანტიკორუფციული მოძრობის წევრებმა  ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. "ხონში არსებული ტენდერების უმრავლესობას, შპს "როსტვერკი" და შპს "ჯ და ჯ" იგებენ. ამ კომპანიის დირექტორი კი გახლავთ "ქართული ოცნების"  დეპუტატი წყალტუბოს საკრებულოში ჯეირან ომანაძე, რომელმაც "ქართულ ოცნებას" 120 000 ლარი შესწირა. აღნიშნული პიროვნების...
ქუთაისის მერია საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფს აძვირებს. სწორედ აღნიშნული საკითხია ჩანიშნული საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგში, რომელიც მერიის ოფიციალურ გვერდზე დღეს არის ატვირთული. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. წარმომადგენლობით ორგანოში რიგგარეშე სხდომა 15 ნოემბერს დაიგეგმა. რვა პუნქტიან დღის წესრიგში ტრანსპორტის გაძვირება მეორე საკითხად არის ჩანიშნული. "ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა ორმაგდება და 40 თეთრის ნაცვლად 80 თეთრი ხდება. მუნიციპალურ ტრანსპორტზე თანხის გაძვირება...
მოსახლეობის კრიტიკა წყლის წყვეტასთან დაკავშირებით აბსოლუტურად ლეგიტიმურია, - ასე პასუხობს  GWP-ის გენერალური დირექტორი ირაკლი ბაბუხადია bm.ge-ს კითხვას წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით. „აბსოლუტურად ლეგიტიმური კრიტიკაა გათიშვებთან დაკავშირებით, თუმცა გათიშვები არის ორი სახის: ავარიული და გეგმური. უკანასკნელი 3-4 წლის განმავლობაში რა მოცულობით ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდა, ასეთი GWP-ის ისტორიას არ ახსოვს. ქსელის რეაბილიტაციის დროს, რა თქმა უნდა, გეგმური გათიშვები აუცილებელია, სწორედ ეს გათიშვები იწვევს ხშირ...
წყალტუბოში სანატორიუმ "თბილისის" რეკონსტრუქცია მიმდინარეობს.  აღნიშნული სანატორიუმი "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში გამოცხადებული აუქციონის შედეგად გაიყიდა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სანატორიუმი "თბილისი",  რომლის ფართობი 28 399 კვ.მ-ია, შპს "აკამ" 3 152 300 ლარად შეიძინა. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აღნიშნავენ, სასტუმროს სრულად შეუნარჩუნდება ძველი სახე. თუმცა, დაემატება რამდენიმე კომპონენტი, მათ შორის, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედანი  და აუზები, რომლებიც სახურავზე განთავსდება.  სასტუმრო ხუთვარსკვლავიანი იქნება. შენობის...
ქარელის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში გაზი არ არის. საუბარია ლუთეთზე, აფნისზე, ელბაქიანთკარზე, ორთუბანსა და გვერძინეთზე. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. “სამომავლოდ რომელი სოფლის გაზიფიცირება მოხდება, მე ინფორმაცია არ მაქვს ამას სათაო ოფისში წყვეტავენ. ჩვენ გამზადებული პროექტი გვეგზავნება და შემდეგ ვახდენთ ამ სოფლების დაქსელვას”, – განაცხადა ქარელის სოკარის ოფისის უფროსმა, გივი ბუზიაშვილმა. მისივე ინფორმაციით,  ამ ეტაპზე ქარელის მუნიციპალიტეტის 67 სოფელია გაზიფიცირებული. “მიმდინარე პროექტია სოფელი კრობანი,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ