კახა კალაძის განცხადებით, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის და საახალწლო ილუმინაციების ანთება 10 დეკემბერს, საღამოს, 20:00 საათზე იგეგმება. სადღესასწაულო დღეებში ასევე მოეწყობა საახალწლო სოფელი, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი ღონისძიებები დახვდებათ. „ვაპირებთ, ხვალ, საღამოს 8 საათზე, მოვაწყოთ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება და ქალაქი საახალწლო ილუმინაციებით გავანათოთ. მინდა, დავპატიჟო ჩვენი ქალაქის მოსახლეობა, რომ ერთად ჩავიფიქროთ სურვილები, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ნოდარიკო ხუციშვილის ბენდი და...
იპოდრომის ტერიტორიაზე კორტებისა და სპორტული სივრცეების მოწყობას შპს „კორტები“ უზრუნველყოფს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „წინა ხელისუფლების პერიოდში, როდესაც ისინი სხვა გადმოსახედიდან უყურებდნენ დედაქალაქს, კორპუსების ასაშენებლად იპოდრომის ტერიტორია გასხვისდა. თქვენ იცით, რა დამოკიდებულება იყო სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების მიმართ, ტერიტორიები სხვისდებოდა, არანაირი ქალაქის ეკოლოგიური ინტერესი, კორპუსი, კორპუსი, კორპუსი. ყველგან, სადაც შესაძლებელი იყო ჰქონდათ მცდელობა,...
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძე პარტიის თვამჯდომარის, ნიკა მელიას პოზიციას იმეორებს და ამბობს, რომ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარედ  პარტია "საქართველოსთვის" კანდიდატურა მათთვის მისაღები იქნება.  წითლიძის თქმით, თუ ხვალ, საკრებულოს სხდომაზე თავმჯდომარეობის კანდიდატურა ისევ ჩავარდა, პოლიტიკური კრიზისის გარაუვალი იქნება. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ გახარიას ეს წინადადება მისი კანდიდატურის თვამჯდომარეობასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით კონსულტაციები კიდევ მიმდინარეობს და ძნელია ახლა მოლოდინი გითხრათ, რა...
წინა სტატია ნიკა მელია მზად არის, ოპოზიციის საერთო გამარჯვებისთვის საკრებულოების თავმჯდომარეებად მხარი გახარიას გუნდის კანდიდატებს დაუჭიროს - განცხადება ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ენმ-ს თავმჯდომარე მხარდაჭერის სანაცვლოდ, საკუთარ პირიბას აყენებს და ამბობს, რომ ყველა საკვანძო პოზიცია ოპოზიციის დეპუტატებმა უნდა დაიკავონ. "ჩვენ ერთმანეთი მოგვწონს თუ არა, მე ვფიქრობ, რომ გახარიას პარტიასთან არაფერი გვაქვს საერთო და არც გვექნება, მაგრამ ამომრჩეველმა...
დიდ დიღომში საფეხბურთო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე მოეწყობა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერია ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილის თხოვნას და ამ ტერიტორიაზე ორი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდება. „მინდა შევეხო ერთ პროექტს, რომელიც დიდ დიღომში უნდა განხორციელდეს. ეს არის ფეხბურთის ფედერაციის მიერ წამოწყებული პროგრამა - სპორტული სივრცეების შესახებ. ეს პროექტები...
„შობა-ახალი წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით ჩატარდება“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან მოსახლეობას საკუთარი და ერთმანეთის ჯანმთელობაზე ზრუნვა სთხოვა. „მინდა, ყველას მოგიწოდოთ, რომ დავიცვათ წესები, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე. ყველაზე კარგი დამცავი შესაძლებლობაა პირბადის ტარება და ვაქცინაცია. ყველა უნდა ავიცრათ იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის სიცოცხლე და ჯანმრთელობის უსაფრთხოება“, - აღნიშნა კახა...
თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მოსახლეობასთან მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და გამგებლებს დაავალა, კვირაში ორი დღე მოქალაქეებთან შეხვედრას დაუთმონ. ამასთან, შეხვედრები იქნება თბილისის მერიაშიც. „გამგებლებს გავალებთ, რომ კვირაში ორი დღე გამოყოთ, ხუთშაბათი-პარასკევი, რომელიც მოქალაქეების მიღების დღეები იქნება და მოუსმინოთ ადამიანებს. კარგად მესმის, რომ ყველა პრობლემას, ყველაფერს ვერ მოვაგვარებთ და ვერ მოვაწესრიგებთ, მაგრამ ადამიანს უნდა ჰქონდეს პასუხი. რაღაცას რომ...
დედაქალაქის საკრებულომ დაამტკიცა თბილისის მთავრობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად ვიწყებთ ქალაქის მართვის 4-წლიან პერიოდს. რაც შეეხება განვლილ 4 წელს, 2017 წელს თბილისის მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა შესაძლებლობა, გვემსახურა ამ ქალაქისთვის. ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ბევრი ახალი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა, ცხადია არსებობს გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც მოგვარება სჭირდება, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „პირადად ჩემთვის ძალიან...
უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის დასადასტურებლად, საკმარისი იქნება მათ ქვეყანაში გაცემული შესაბამისი საბუთების წარდგენა, - შესაბამისი ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში შევიდა. დადგენილების თანახმად, რომელსაც ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ელექტრონულ პორტალზე - www.covidpass.moh.gov.ge, აპლიკაციაში - CovidPass Georgia და EU Digital COVID Certificate სისტემებში არარეგისტრირებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების მწვანე სტატუსის შემოწმება სტატუსის მიმნიჭებელი ქვეყნის მიერ მინიჭებული QR კოდის ან შესაბამისი ოფიციალური უწყების მიერ...
15 დეკემბრიდან ქუთაისსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროების დედაქალაქს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება. აბუ-დაბიდან ქუთაისში და პირიქით, პირდაპირ რეგულარულ რეისებს კვირაში ორი სიხშირით ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi შეასრულებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ახალ მიმართულების პრომოციასთან დაკავშირებით, აბუ-დაბიში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და ავიაკომპანია Wizz Air-ის პარტნიორობით ახალი მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა. ,,საქართველო, როგორც სამოგზაურო და ბიზნეს მიმართულება“- მისასალმებელი სიტყვით...
სოფელ ფარცხანაყანევში კომპანიამ „კოპიტნარის სასათბურე“ მეურნეობა 20 000 კვმ-ზე მოაწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სათბურის მოსაწყობად, 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო 39,000 ლარი გრანტია. სასათბურე მეურნეობაში, სეზონურად, 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა მიმდინარეობს, პროდუქციის რელიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. „სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს, ერთი მხრივ, გრანტს,...
შემდეგი სტატია დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ოპოზიციონერი რამიზ რამაზანოვი უარყოფს ინფორმაციას სუს-ის მიერ მის გატაცებაზე და აცხადებს, რომ საქართველოში, ნათესავებთან იმყოფება, - ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. „სტუმრად ვარ ჩემს ახლობლებთან, საქართველოში. ვინ მომიტაცა, ასეთი რამ არ არსებობს. ახლობლებთან ვარ და ყველაფერი კარგად არის“, - ამბობს რამიზ რამაზანოვი. მანამდე დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ხელისუფლება შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ სუს-მა...
ყვარელი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზასთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, აგურით ნაშენი ხიდი აღმოაჩინეს. სპეციალისტების წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ხიდი ირანიდან მომავალი „საქარავნე გზის“ შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. ხიდი, რომელიც, სავარაუდოდ, XV-XVI საუკუნით თარიღდება, შემთხვევით, ერთ-ერთმა ადგილობრივმა იპოვა. „სოფელ აფენში, ერთ-ერთმა მწყემსმა, საქონლის ძოვებისას, შემთხვევით ნახა ეს ხიდი, რომელიც ბარდ-ეკალისგან და, ნაწილობრივ, მიწისგან იყო დაფარული. მწყემსს თანასოფლელისთვის უთქვამს, რომ დიდი რაოდნეობით აგური იპოვა...
მას შემდეგ, რაც გუშინ თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, დღეს სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა მსურდა, მაგრამ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან დავინახე იგივე განწყობა - ითხოვთ ჩვენგან ვიყოთ იდეალურები. სანამ არსებობს თქვენი მსგავსი დესტუქციული პოლიტიკური ძალა, სამწუხაროდ, იდეალური არაფერი იქნება ამ ქვეყნის პოლიტიკაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ფეისბუქ-ლაივისას“ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის ნაწილი ცდილობდა და დღესაც ცდილობს...
მქონდა სურვილი, რომ ქვეყნის სამსახურში, რეალური საქმის კეთებაში ოპოზიციაც ჩართულიყო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ შეუძლიათ, - ასე მიმართა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოციალური ქსელის ვიდეოჩართვაში ოპოზიციის წარმომადგენლებს. მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან დესტრუქციის მცდელობების მიუხედავად, თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს, რომ მომდევნო ოთხი წელი თბილისის აღმშენებლობის წლები იყოს. „თქვენ შეგიძლიათ, განაგრძოთ დესტრუქცია, ყოველდღე მოიგონოთ ტყუილი, ყველა დაარწმუნოთ, თითქოს ქვეყანა იქცევა, მოაწყობთ...
„მას შემდეგ, რაც, გუშინ, თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობა დაამტკიცა, სრულიად სხვა განწყობის გამოხატვა, სრულიად სხვა ტექსტის თქმა მსურდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილის მხრიდან, ისეთივე აგრესია, სიცრუე, დესტრუქციის მცდელობა დავინახეთ, როგორსაც გასული 4 წლის განმავლობაში ვხედავდით. ალბათ, ეს მოსალოდნელიც იყო“, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის მერმა საზოგადოებას, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, პირდაპირი ვიდეოჩართვისას. კახა კალაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე გაამახვილა ყურადღება და მათ მიმართა. „გულწრფელი სურვილი...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ