ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისა და წარდგენის ვალდებულება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილესაც ექნება.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ კანონი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეზეც გავრცელდება.
შესაბამისი ცვლილებები ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ინიციატორი უმრავლესობის წევრები სოზარ სუბარი და გურამ მაჭარაშვილი არიან. დღეს მოქმედი ნორმით, კანონი ვრცელდება საკრებულოს თავმჯდომარეზე და არა – მის მოადგილეზე.
ინიციატორები განმარტავენ, რომ როგორც მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე, ასევე მისი...
საქართველოს მთავრობამ მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებით დამატებით ახალი ცვლილებები მოამზადა. საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
ცვლილებების გათვალისწინებით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასა და მიწის ნაკვეთების იდენტურობის დადგენას, სისტემური რეგისტრაციის ფარგლების ნაცვლად, სააგენტო „სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიულ არეალებში“ უზრუნველყოფს.
მთავრობა კანონპროექტში აღნიშნავს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით (თვითმმართველი ქალაქების გარდა) დაგეგმილია სისტემური რეგისტრაციის დაწყება. მათი ცნობით, სისტემური რეგისტრაცია შესაბამის...
კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაგრატის ტაძრის გარშემო აჟიოტაჟის ატეხვას პოლიტიკურად ანგაჟირებულ პირთა ჯგუფი ცდილობს.
კულტურის სამინისტროში ცილისწამებას უწოდებენ ინფორმაციას, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება, კერძოდ, კულტურის სამინისტრო პრობლემებს უგულებელყოფს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს პოლიტიკური ნიშნით განასხვავებს.
„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეხმიანება რამდენიმე ე.წ. სამოქალაქო აქტივისტის და ანგაჟირებული ტელეკომპანიების მიერ გავრცელებულ ცილისწამებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ბაგრატის ტაძარში უმძიმესი მდგომარეობაა და ხელისუფლება,...
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის. "საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ბლოკით წარდგენილ დეპუტატებსაც შეეძლებათ. ჯგუფის შექმნა 2 დეპუტატსაც შეეძლება. "სტრატეგია აღმაშენებლის" ინიციატივაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა იმსჯელა.
"დავაზუსტეთ, რომ ერთი საპარლამენტო სიიდან წარდგენილ ადამიანებს ჰქონდათ შესაძლებლობა და ჩვენ გვინდა, რომ ვინც ფრაქციაში იყო ის ადამიანებიც იყვნენ ჩვენთან ერთად, ამოვიღეთ ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებდა მხოლოდ ერთი საპარლამენტო სიიდან წარდგენილ ადამიანებს ჰქონოდა შესაძლებლობა,...
ქუთაისის მერიამ კულტურის სტრატეგიის შექმნაზე მუშაობა დაიწყო. ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქალაქის კულტურის სტრატეგიაზე მუშაობა შესაძლებელი გახდა ევროკავშირის პროექტის EU4Culture გრანტის საშუალებით.
„ქუთაისის კულტურის განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესი ოფიციალურად გაიხსნება 14 დეკემბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ ბაგრატი 1003" -ში. ღონისძიებაზე გაიმართება დაინტერესებული მხარეების პლატფორმის ფუნქციონირების და შესაძლებლობების პრეზენტაცია, ჩატარდება სტრატეგიის შემუშავების მეთოდიკის ამსახველი სემინარი, ხოლო პანელურ დისკუსიაზე ისაუბრებენ კულტურის განვითარების სტრატეგიის ფორმირების...
პანდემიის დასრულებისთვის, 2022 წლის შუა პერიოდი იქნება გარდამტეხი, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ გადაცემაში „ნოესთან“ განაცხადა.
„ამის მიზეზი იქნება სამი რამ. პირველი - რესპირაციულ პანდემიურ ვირუსებს აქვთ თავიანთი განვითარების ციკლი. თუ ამ ვირუსს რაღაც განსაკუთრებული თვისება არ უდევს გენეტიკურ კოდში, როგორც წესი, ვირუსები 2-3 წელში ხდებიან ენდემიური და შედარებით სუსტი. მეორე - მომავალი წლის შუა რიცხვებამდე მსოფლიო მოსახლეობის 70% ალბათ...
მიმდინარე სასესიო კვირაში კანონმდებლები ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ და დაამტკიცებენ. გარდა ამისა, მინისტრის საათის ფორმატში, დეპუტატები იუსტიციისა და ეკონომიკის მინისტრებს მოუსმენენ და მათგან ანგარიშს ჩაიბარებენ.
„იზრდება ბიუჯეტი და, ამ მიმართულებით, ბუნებრივია, რომ 2022 წლის ბიუჯეტი იქნება საშუალება, რომლითაც ჩვენ ძალიან ბევრი მიმართულებით განვვითარდებით. ამასთან, ამ კვირაში ორ მინისტრს მოვუსმენთ გვექნება საშუალება, მინისტრებს კითხვები დავუსვათ....
ეროვნულმა სატყეო სააგენტომ, ქვემო ქართლში, 33 ჰექტარზე ტყის აღდგენის, მათ შორის, ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები განახორციელა. აღდგენის სამუშაოს დაწყებამდე, ტერიტორია ნარჩენებისგან გაიწმენდა და შემოიღობა.
ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღგდენის ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. 2021 წელს, მომზადდა 16 პროექტი და აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში, ჯამში, 444 ჰა ფართობზე. 2022 წელს, ეროვნული სატყეო სააგენტოს ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით,...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ მძლეოსნობის ფედერაციის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ზოგიერთი ქართველი მძლეოსნის ასპარეზობა შეაფასეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
თეა წულუკიანის განცხადებით, კარგია, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია ხუთმა ქართველმა მძლეოსანმა მოიპოვა, თუმცა მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია და მომავალში ამ კომპონენტს, მათ შორის, საკანონმდებლო ხარვეზების ამ მიზნით გამოსწორებას...
უნდა გავითავისოთ, რომ მესამე დოზა აუცილებელი იქნება, არ არის გამორიცხული, მეოთხე დოზაც, - თქვა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.
„პირველი მტკიცებულებები „ფაიზერმა“ დადო, რომ სამჯერ აცრილ ადამიანებში გამომუშავებულ ანტისხეულებს აქვთ კორონავირუსის გაცილებით მეტი განეიტრალიზების თვისება და განსაკუთრებით „ომიკრონის“ შტამის მიმართ, რაც ადასტურებს, რომ „ფაიზერს“ აქვს დამცველობითი უნარი. ამიტომაც მეტია მოწოდებები, რომ ფართოდ გამოვიყენოთ ბუსტერი. ბევრმა ქვეყანამ ბუსტერი სავალდებულოდ...
“განახლებული რეგიონების" პროგრამის ფარგლებში, აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. „განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია.
როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
„აჭარის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორისაა, ქობულეთის სანაპირო ზოლის კეთილმოწყობა...
თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტი ორმხრივად იმოძრავებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, გამზირის გაორმხრივება საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის რეაბილიტაციის ჩატარების შემდეგ იგეგმება.
ამასთან, გარდა მელიქიშვილის გამზირისა, მერია 2022 წლის განმავლობაში ქეთევან წამებულის გამზირის სრულ რეაბილიტაციასაც გეგმავს.
„თბილისის მერია განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას. 2022 წელს იგეგმება ორი დიდი გამზირის - ქეთევან დედოფლის და მელიქიშვილის გამზირების სრული რეაბილიტაცია. ქეთევან დედოფლის გამზირზე გზის სარეაბილიტაციო არეალი შეადგენს...
ბოლო ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით თანდათან იკლებს დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი, - ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 89 სკოლა და 398 ცალკეული კლასი.
მათივე ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 110 მასწავლებელი.
„გასული კვირის მონაცემებთან შედარებით შემცირებულია ინფიცირებულ პედაგოგთა რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, კორონავირუსი მასწავლებლების 0.6%-ს დაუდასტურდა, ხოლო მოსწავლეების...
ბათუმის მერის კაბინეტში, „ნაცმოძრაობის” წევრებსა და ბათუმის მერს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
ბათუმის მერიაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ბათუმის მერ არჩილ ჩიქოვანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რეზო ხარაზი აცხადებს, მათ ბათუმის მერთან შეკითხვები ჰქონდათ მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. რეზო ხარაზის მტკიცებით, აუდიტის დასკვნის მიხედვით, 119 მშენებარე ობიექტიდან 49 უკანონოდ მიმდინარეობს.
„ახლახანს, რამდენიმე დღის წინ მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ობიექტზე იარაღით მივიდა, თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი თანამშრომლები იარაღით უნდა...
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისათვის კორონავირუსთან დაკავშირებით განახლებული რეგულაციები შეიმუშავა.
აღნიშნული რეგულაციებით, რომელიც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევებში რეაგირების მექანიზმს ცვლის, თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღები 2021 წლის 13 დეკემბრიდან იხელმძღვანელებენ.
განახლებული რეგულაციების თანახმად, იცვლება კონტაქტების კლასიფიკაცია, ექსპოზიციის/დაინფიცირების დონიდან გამომდინარე (მაღალი და დაბალი რისკის კონტაქტები), მათი თვითიზოლაციის/კარანტინის, ასევე, დაწესებულების მუშაობის შეზღუდვის და პერსონალის ტესტირების მექანიზმი და სხვა...
თბილისში მეტროს ამორტიზებული მატარებლები ახლით შეიცვლება. ვაგონების განახლება შემდეგი 3 წლის განმავლობაშია დაგეგმილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ აცნობეს, დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის, 11 მატარებლის შესყიდვა, რომლის ჯამური ღირებულება დაახლოებით, 49,2 მილიონ ევროს შეადგენს.
„მეტროს ახალი ვაგონების შესყიდვის მიზნით EBRD-ის პროცედურებით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა სს "მეტროვაგონმაში" დაგეგმილია 44 ახალი ვაგონის (11 მატარებლის) შესყიდვა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































