დადასტურდა, რომ პუშკინის სკვერის მიმდებარე პარკინგი საქველმოქმედო პროექტი იყო, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბექა დავითულიანმა თბილისში მიწისქვეშა ავტოსადგომების მოწყობასთან დაკავშირებით განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მისი თქმით, დღევანდელი მოცემულობით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ იმ პირობების მიმართ, რა პირობებითაც პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგი მოეწყობა, ბიზნესი არ გამოხატავს სათანადო ინტერესს. ბექა დავითულიანის განმარტებით, ამ...
თბილისის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიას ახალ ლურჯ ავტობუსებთან დაკავშირებით აკრიტიკებს. კერძოდ, ხაბეიშვილის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების ნაცვლად, მერიას დიზელზე მომუშავე ავტობუსები შემოყავს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს. "ჯერ ბაზრის კვლევა ჩაატარეს, რაშიც თანხა დახარჯეს და თქვეს, რომ 45 მილიონად 100 ავტობუსს ვიყიდითო, თუმცა, ეს ტენდერი ჩაუვარდათ. შემდეგ, თქვეს, მიუხედავად იმისა, რომ ბაზრის კვლევა ჩავატარეთ, 100 ავტობუსს ვეღარ ვიყიდით,...
უკვე რამდენიმე თვეა, ბათუმის უნივერსიტეტის ეზოსა და ცენტრალურ შენობაში სარემონტო სამუშოები მიმდინარეობს, უნივერსიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის სპეციალურ ლიფტებს ამონტაჟებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. 5 სართულიანი კორპუსის გარე ფასადზე, სპეციალური შახტი მოეწყო, რომელშიც ლიფტი ჩამონტაჟდება და ეტლით მოსარგებლე პირებს შეეძლებათ შენობის ნებისმიერ სართულზე ასვლა. პანორამული ლიფტის მონტაჟი თითქმის დასრულებულია. წლების განმავლობაში, უმაღლეს სასწავლებელში შშმ პირებისთვის გადაადგილება პრობლემური იყო, კორპუსში არ არსებობდა...
წინა სტატია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე ორ საკითხზე იმსჯელა. ერთი ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებს შეეხება,მეორე კი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლას. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. ხელვაჩაურის ბიუჯეტი, შემოსავლების ნაწილში 365 658 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტში  განსახორციელებელ ცხვლილებებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ წევრების მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა და  მათ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს. მიშა ბოლქვაძის თქმით,  ტრანსპორტის ექსპულატაციისა და მოვლა შენახვისთვის გამოყოფილი 60 ათასი ლარი არამიზნობირვია. ბიუჯეტის პროექტს დეპუტატებმა კენჭი...
ბათუმის მერიამ მოწყვლადი სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის  2 ათასლარიანი ვაუჩერების გაცემა დაიწყო. პირები, რომლებსაც ბინები საკუთრებაში აქვთ, მაგრამ სარემონტო სამუშაოებს ვერ ატარებენ-რემონტისთვის საჭირო მასალებს აღნიშნული ვაუჩერით შეიძენენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს. რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც ბინები საკუთრებაში არ აქვთ მერია  საყოფაცხოვრებო ნივთებს შეუძენს. პროგრამა 617 ბენეფიციარზეა გათვლილი და ის წელს ამოქმედდა. აღნიშნული ოჯახები ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებმა შეისწავლეს. პროგრამას აპროტესტებს “ევროპული საქართველო”. პარტიაში მიაჩნიათ, რომ გამოცხადებული ტენდერით,...
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის აპრილ-მაისში აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში 5 688 პოლისია გაცემული. გაცემული პოლისების რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 47%-ით, 2016 წელთან შედარებით 19%-ით შემცირდა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს. როგორც აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა ნატალია ხარატიშვილმა თქვა, ბენეფიციართა რაოდენობის კლება აგროდაზღვევაში განხორციელებულმა ცვლილებებმა გამოიწვია. „ახალი წესებით, აპრილიდან აგროდაზღვევით სარგებლობა მხოლოდ იმ ფერმერებს შეუძლიათ, რომლებსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვთ საჯარო რეესტრში. ზოგადად, მიწის...
მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად „შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი გადაუგზავნა. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. დოკუმენტში მოცემულია ის ძირითადი მიზნები, რასაც სამშენებლო სექტორმა და უკვე არსებული შენობა-ნაგებობების მფლობელებმა სახელმწიფოს დახმარებით უნდა მიაღწიონ. კანონის მიღების საფუძველი საქართველოს ევროპის ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანებაა. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკის სამინისტრო, რომელიც განმარტავს, რომ შენობების ენერგოეფექტიანობის გაზრდას, სათბური გაზების ემისიის შემცირებასთან ერთად, სამშენებლო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა, ტექნოლოგიების განვითარება, ჰაერის, წყლისა და...
საქართველოში მოქმედ 2 085 სკოლიდან ფსიქოლოგი მხოლოდ 228 სკოლაში მუშაობს. მათ შორის, ფსიქოლოგის შტატი არ არის ყველაზე დიდკონტინგენტიან სკოლებში, სადაც 2 000-ზე მეტი ბავშვი სწავლობს. ინფორმაციას Bm.ge ავრცელებს. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში 40 ფსიქოლოგი მუშაობს, სადაც სკოლებიდან ბავშვების გადამისამართება ხდება. სავარაუდოდ, ახალი სასწავლო წლიდან ფსიქოლოგის შტატი დაემატება 62 მუნიციპალურ რესურს ცენტრებსაც. გამონაკლისს აფხაზეთისა და აჭარის საგანმანათლებლო...
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას თქმით, საქართველო სულ უფრო მჭიდროდ უკავშირდება ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის თვითმმართველობის საკითხებში. ამის შესახებ კონფერენცია  “საქართველოს დელეგაციები ევროპულ ინსტიტუტებში - სამოქმედო გეგმები“ გახსნაზე განაცხადა. გაბუნიას თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანია საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. “აღსანიშნავია კონსტიტუციური გარანტიები - ახალი გარანტიები თვითმმართველობისთვის. ჩვენ მოვახდინეთ ინიცირება და თითქმის ყველა საპარლამენტო ეტაპი გაიარა ევროპული ქარტიის დამატებითმა ოქმმა....
წინა სტატია რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საპროტესტო აქცია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში, რომელიც სხვადასხვა მოთხოვნას მოიცავდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ყველაზე მთავარ პრობლემად შეკრებილი მოსახლეობა მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მინიჭებას ასახელებდა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მერის მოადგილე გელა კაპანაძე შეხვდა, რომელიც დასახელებული საკითხების გადაჭრის მიზნით, ადგილობრივებს შუამდგომლობის გაწევას დაპირდა. ,,სოფელ ქერეში დღეს შევხვდით სოფლის მოსახლეობას. მათ ჰქონდათ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები, რომელთა შორის მთავარი...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარის დავით რაზმაძის თქმით, გორში და გორის მუნიციპალიტეტში ნომერ პირველი პრობლემა მიუსაფარი ძაღლების საკითხია. ინფორმაციას "რადიო მოზაიკა" ავრცელებს. NDI-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე, დავით რაზმაძემ ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა. მისი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პრობლემა დროულად და უმტკივნეულოდ მოგვარდეს. როგორც რაზმაძემ აღნიშნა, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე, ეს პრობლემა ეტაპობრივად უნდა მოგვარდეს. „ამ ეტაპზე, მუნიციპალიტეტს არ გააჩნია...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფერმათა და ფერმერთა რეგისტრაციის პროექტს იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით დაკავებული პირთა აღრიცხვა, რაც შექმნის მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზას და გააჩენს შესაძლებლობას, მიზნობრივი და სხვადასხვა მასტიმულირებელი პროექტის/პროგრამის განხორციელებისთვის სამიზნე ჯგუფები სწორად იქნეს შერჩეული. პროექტის ბიუჯეტი 1 300 000 ლარს შეადგენს და მისი პირველი...
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილა სპეციალურმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე, 3 ახალგაზრდას საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯები დაუფინანსა. ზუგდიდის მერიის ცნობით, კომისიის გადაწყვეტილებით, თსუ-ს პოლიტიკის მეცნიერებათა მაგისტრანტს, გიორგი გობეჩიას, რომელიც ბრიუსელსა და ჰააგაში საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე სპიკერადაა მიწვეული გამგზავრების ხარჯები დაუფინანსდა. გერმანიაში გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა GLG-ის ზუგდიდის ფილიალის VII კლასისი მოსწავლეს ლუკა თოდუას, რომელიც გერმანიაში გაცვლითი პროგრამით მიემგზავრება. საზღვარგარეთ გამგზავრების ხარჯი დაუფინანსდა, მე-6 საჯარო სკოლის...
ზესტაფონის სოფელ დილიკაურის გაზიფიცრება დასრულდა. ბუნებრივი აირით სოფელ დილიკაურში მცხოვრები 732 ოჯახი ისარგებლებს. ამ ეტაპზე გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ ფუთშიც, რომლის დასრულების შემდეგაც ბუნებრივი აირით 600–მდე ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნული სამუშაოების დასრულება აგვისტოში იგეგმება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სულ გაზიფიცირებულია ქალაქი ზესტაფონი და 30 სოფელი. ჯამში ბუნებრივი აირი 18 874 ოჯახს მიეწოდება.
ბაღდათში ბაგა-ბაღების თანამშრომლების ატესტაცია იგეგმება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" შალვა დათუაძე მიიჩნევს, რომ ატესტაცია ბაგა-ბაღების თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებისთვის ტარდება. ამის შესახებ დათუაძემ ბაღდათის საკრებულოს სხდომაზე თქვა. ინფორმაციას "ნიუპრესი" ავრცელებს. დათუაძის თქმით, ატესტაციის მიზანია, სამსახურიდან გაათავისუფლონ მათთვის პოლიტიკური ნიშნით არასაიმედო ადამიანები, ხოლო მათ ნაცვლათ თავიანთი პარტიული აქტივი დაასაქმონ. ამასთან, დათუაძე უსამართლობად მიიჩნევს ბაღის პედაგოგების ზაფხულის საშვებულებო ხელფასის გარეშე დატოვებასაც. "ბაგა-ბაღების თანამშრომლებს ივლისში შეუწყდათ ხელშეკრულებები....
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ქერეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ადგილობრივებმა აცნობეს. მოსახლეობის განცხადებით, აუცილებელია კონფლიქტის ზონაში მდებარე სოფელს მთის დასახლების სტატუსი მიენიჭოს. აღნიშნული მოთხოვნით ისინი გორის ვიცე-მერს გელა კაპანაძეს ხვდებიან. გელა კაპანაძე ამ წუთებში სოფლის ცენტრში შეკრებილ ადგილობრივებს ესაუბრა. იგი შეხვედრის შესახებ განცხადებას მოგვიანებით გააკეთებს.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ