ახალი სასწავლო წლიდან ქუთაისის სამი სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას ქალაქის მერია უზრუნველყოფს. საუბარია სკოლებზე, რომლებიც „ათასწლეულის გამოწვევის პროექტის“ ფარგლებში რემონტდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ქუთაისის მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსის ირაკლი ცხვედიანის თქმით, მერია სკოლებს აღნიშნულ მომსახურებას რემონტის პერიოდში გაუწევს.
მისივე თქმით, ტრანსპორტირებისათვის მოსწავლეებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.
"თანხას სრულად ანაზღაურებს ადგილობრივი ხელისუფლება. მერია მე 17-ე, 33-ე და 30-ე სკოლის 1800-მდე მოსწავლეს მოემსახურება,“ - განაცხადა...
თბილისის მერია დედაქალაქის მასშტაბით 20 ათასამდე გამხმარი ფიჭვის ხის მოჭრას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის გიგა გიგაშვილის განცხადებით, მოსაჭრელად მონიშნული ხეების ნაწილი კერძო პირების ტერიტორიაზეა და აღნიშნულის გამო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რომ ხე–მცენარეების ჩანაცვლების პროცესში გარკვეული მონაწილეობა მათაც მიიღონ.
მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტში დედაქალაქის მერია 20 ათასამდე ხის მოჭრისა და ახლით ჩანაცვლების სამუშაოებს გაითვალისწინებს.
"ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს...
წინა სტატია
აბასთუმნის ობსერვატორიაში მუზეუმი გაიხსნება. ამის შესახებ აბასთუმანის ობსერვატორიის მფლობელმა, ილიას სახელმწიფო უნივერსისტეტის ვიცე რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ობსერვატორიის სივრცე მოწესრიგდება, მუზეუმზე მუშაობაც აქტიურად დაიწყება. ინფორმაციას კომერსანტი ავრცელებს.
დობორჯგინიძის თქმით, ამ დროისთვის მუზეუმის კონცეფციაზე მუშაობენ, რომელიც, სავარაუდოდ, შერეული ტიპის, კონცეფტუალური მეზეუმი იქნება.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში, რუსთაველის ქუჩაზე რეაბილიტაცია 18 ისტორიულ შენობას ჩაუტარდება. შენობების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 715 305 ლარია განსაზღვრული. ასევე, სარეაბილიტაციო...
ავტორი: ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი
რაჭაში პირველად 2017 წლის აგვისტოში მოვხვდი. მეგობრებთან ერთად, ამბროლაურთან, ახლად გახსნილ საოჯახო სასტუმრო „კრიხულაში“ დავბინავდით ძალიან კარგ ადგილას, ზუსტად მდინარე კრიხულას “პლიაჟის“ ჩასახვევში, სადაც, მართალია, დღის მანძილზე ბევრი ხალხი იყრის თავს, მაგრამ ვინც სიმშვიდეს ეძებს, დილის საათებში უნდა ჩავიდეს საბანაოდ გამჭვირვალე, ანკარა და ყინულივით ცივ წყალში. გარდა კარგი მდებარეობისა, საოჯახო სასტუმროს გულითადი და...
კარგი ამბებია წნორში - "ცოდნის კაფეს" პენსიონერებმა პენსიონერთა ასოციაციის შექმნა გადაწყვიტეს. იდეა ერთ-ერთი ქალბატონის - ეთერი ბებოს დაბადების დღეზე დაებადათ.
https://www.youtube.com/watch?v=KMU1J5GqHqI&feature=youtu.be
ხანდაზმულები იმ პენსიონერების დასახმარებლად გაერთიანდნენ, რომელთაც მატერიალურად უჭირთ, ან მორალური თანადგომა სჭირდებათ - ასე დაიბადა პენსიონერთა ასოციაციის შექმნის იდეა.
"ცოდნის კაფეს" ბებიები და პაპები უკვე შეუდგნენ ასოციაციის პროგრამის წერას, დააკომპლექტეს ოჯახებში მონახულებისა და სამუშაო ჯგუფები, გადაწყვეტეს, თავიანთი პენსიიდან, ვისაც რამდენის შესაძლებლობა...
"დღეს მთელი საქართველო მოფენილია საერობო თვითმმართველობებით. ისეთ მივარდნილ კუთხეებშიც, სადაც წინეთ ხსენება არ იყო მასწავლებლის და ექიმისა, დღეს ერთიც და მეორეც ხალხს მოევლინა. სოფელი იღვიძებს, ხალხი თან და თან თვითმოქმედებას ეჩვევა..."
დავით ონიაშვილი - თბილისის სამაზრო ერობის თავმჯდომარე; 1920 წელი
ერობების შესახებ ლიტერატურას გაეცანით ბმულზე – “ერობა – თვითმმართველობის რეფორმა საქართველოს რესპუბლიკაში 1918” – ტომი I
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” 20 აგვისტოს წარდგენილი 7 ახალი გუბერნატორის შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად მოიძია ინფორმაცია მათი ბიოგრაფიის, ქონებისა და ბიზნესინტერესების შესახებ.
შალვა კერესელიძე - მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორი
შალვა კერესელიძე 1996 წლიდან სხვადასხვა საჯარო უწყებაში მუშაობდა, გუბერნატორად დანიშვნამდე კი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.
შალვა კერესელიძე, 2018 წლის თებერვალში შევსებული დეკლარაციის თანახმად, ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის სამ...
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს წარუდგინა. მოწერელიამ ყურადღება, ძირითადად, ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მათი ძალისხმევა არა საქმის ფორმალური კეთებისკენ, არამედ სიტუაციის გაჯანსაღებისკენ უნდა იყოს მიმართული. ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს.
"მე სრულად მაქვს გააზრებული ის პასუხისმგებლობა, რაც დამეკისრა და ვეცდები ჩემი საქმიანობით გავამართლო ეს ნდობა. ბუნებრივი ხელისუფლება...
სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორის წარდგენისას შს მინიტრმა მუნიციპალიტეტის მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს მიმართა. გიორგი გახარიამ მათ უთხრა, რომ არავინ მოითმენს იმას, რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და არ იყოს საუკეთესო პრაქტიკა. ამასთან, მან თქვა, რომ მთავრობის მხრიდან განსაკუთეებული ყურადღება მიექცევა სამეგრელოს, განსაკუთრებით კი ზუგდიდს. ინფორმაციას რადიო "ათინათი" ავრცელებს.
" არავინ არ მოითმენს იმას რომ აქ არ იყვნენ ხუთოსნები და აქ...
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" და რადიო "ათინათის"ერთობლივი გადაცემა "ჩვენი თვითმმართველობა"
გადაცემის სტუმარი - ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალისტი დავით ლოგუა
სატელეფონო ჩართვა: ხობის მერის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე არჩაია
წამყვანი - არჩილ თოდუა
https://www.youtube.com/watch?v=1Z4phKxLK3k
ავტორი: ანა მარგველაშვილი - სათემო განვითარების ცენტრი
1905 წლის 8 იანვარს, თელავის მაზრაში გამართულ სოფლის ყრილობაზე შეკრებილ მოსახლეობას ივანე კოლელიშვილმა კარგად გააზრებული სათქმელით მიმართა და გამოსავალიც შესთავაზა:
"ძმებო და ამხანაგებო! გაჭირვება თქვენი დიდია, მდგომარეობა თქვენი აუტანელია. თქვენთვის არ არსებობს არც თბილი სადგომი, არც კარგი სასმელ-საჭმელი და ტანისამოსი, არც მოსვენება, არც ნამდვილი ადამიანური ცხოვრება . . . ხომ ხედავთ, რომ ჩვენთვის არავინ...
ტელეკომპანია "იმედი"
https://www.youtube.com/watch?v=xVZWq-nVtrc&feature=youtu.be
ტელეკომპანია "მაესტრო"
https://www.youtube.com/watch?time_continue=321&v=KyodSYiYhzs
ტელეკომპანია "მაესტრო"
https://www.youtube.com/watch?time_continue=1&v=p08YEBjoPKI
საზოგადოებრივი მაუწყებელი
https://www.youtube.com/watch?v=N7uTFBNPXBI&feature=youtu.be
კოალიცია „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის” რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს მიმართავს და იმ პრიორიტეტებს სთავაზობს, რომელიც დეცენტრალიზაციის სტრატეგიის დოკუმენტში უნდა აისახოს. კოალიციის წევრის, ასლან ჭანიძის თქმით, უმთავრესი საკითხი დღეს ფინანსური და ქონებრივი დეცენტრალიზაციაა. ჭანიძეამბობს, რომ გასაზრდელია ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებები და შესამუშავებელია სტანდარტები, რომლითაც მუნიციპალიტეტები საკუთარ საქმიანობას განახორციელებენ.
კოალიციაში მიიჩნევენ, რომ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებმა სფეროების მიხედვით უნდა დაიწყონ სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების სტანდარტიზაცია....
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































