ჩხოროწყუს საკრებულოში დეპუტატებმა თავმჯდომარის მეორე მოდგილეც ოპოზიციიდან აირჩიეს - "ლელოს" წევრი კორნელი წურწუმია. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
ამის შემდეგ, "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიცია გარიგებაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. დღესვე საკრებულოს მესამე მოადგილე და კომისიის თავმჯდომარეები უნდა აერჩიათ, თუმცა საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ სხდომა გადადო.
მანამდე ჩხოროწყუს საკრებულოს ახალადარჩეული თავმჯდომარის, შოთა წურწუმიას მიერ პირველ მოადგილედ დასახელებული კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან", რამაზ თოლორდავა ოპოზიციამ...
თბილისის ვიცე-მერმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული ულიმიტო სისტემის დეტალები განმარტა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ირაკლი ხმალაძის თქმით, ბარათი მრავალჯერადი იქნება. მოქალაქეს მხოლოდ ერთხელ მოუწევს ყიდვა და მუდმივად შეეძლება სხვადასხვა პაკეტის დარიცხვა. ასევე, ბარათის გამოყენებიდან მომდევნო გადახდა შესაძლებელი იქნება 15 წუთის შემდეგ, რაც გამორიცხავს იმას, რომ ერთი ბარათით ერთდროულად რამდენიმე მგზავრმა ისარგებლოს.
„ბარათი ერთჯერადი არ არის. მგზავრს მისი ყიდვა ერთხელ მოუწევს და ამ ბარათზე...
საავტომობილო გზებზე გაწმენდითი სამუშაოები ყველა მიმართულებით უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე ზვავის ჩამოწოლის საფრთხის მოხსნის შემდეგ, გუდაურიდან გზის 99-ე კმ-მდე მონაკვეთის გაწმენდითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო და აქტიურად გრძელდება.
აღნიშნული საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრიდან კვლავ ნარჩუნდება ზვავსაშიშროება, რომლის მოხსნის შემდეგაც დარჩენილ მონაკვეთზე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად დაიწყება და საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის...
"ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, 5 ოლქში - სენაკში, ჩხოროწყუში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და რუსთავში ოპოზიციას საკრებულოს ფორმირება დამოუკიდებლად შეუძლია.
დოლიძის თქმით, ხელისუფლებას ჩხოროწყუში ერთპიროვნულად მმართველობის საშუალება აღარ მიეცემა.
"ჩვენ გვაქვს 5 ოლქი, ეს არის სენაკი,ჩხოროწყუ, ზუგდიდი,წალენჯიხა და რუსთავი, სადაც ოპოზიციას შეუძლია დამოუკიდებლად მოახდინოს საკრებულოს ფორმირება. დღეს რაც ჩხოროწყუში მოხდა - არ მივეცით "ქართულ ოცნებას" საშუალება, გაეგრძელებინა ბიუჯეტში ხელების ფათური, გაეგრძელებინა ხალხის...
წალენჯიხის მერი გიორგი ხარჩილავა ჩხოროწყუს საკრებულოში გახარიას პარტიის წევრის არჩევას ეხმაურება. "ჩხოროწყუ! ძმაო,ძმითა ხარ ძლიერი!!!", — წერს გიორგი ხარჩილავა ფეისბუქზე.
https://www.facebook.com/kharchilavagiorgi.5/posts/138061365278744
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე პარტია საქართველოსთვის წევრი შოთა წურწუმია გახდა. საკრებულოს სხდომაზე შოთა წურწუმიას მხარი ოპოზიციამ დაუჭირა. წურწუმამ 14 ხმა მიიღო.
კენჭისყრაში 15 დეპუტატი — ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ლელოს და პარტია საქართველოსთის წევრები მონაწილეობდნენ. 15-დან წურწუმიამ 14 ხმა მიიღო, ერთი ბიულეტენი კი ბათილი იყო.
კენჭისყრაში...
"ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.
რაც შეეხება "სინოფარმსა" და "სინოვაკს", აღნიშნული ვაქცინებით აცრილებს, "ბუსტერის" გაკეთება 3 თვის შემდეგ შეუძლიათ.
მითხრეს, რომ სოზარ სუბარს ჩაუტარებია ბრიფინგი. საერთოდ არავის აინტერესებს, რას იტყვის სოზარ სუბარი. თუ მას და „ოცნების“ ლიდერშიპს რაიმეს თქმა უნდათ, ვურჩევდი, რომ გამოვიდნენ და იმ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე ილაპარაკონ, რაც მოსახლეობას აქვს, - ასე უპასუხა „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას გუნდის წევრის არჩევასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ კრიტიკას.
მისი თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ მიზანია საკრებულოებში...
წინა სტატია
ის სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მერიამ უბრალოდ რეფორმად შეფუთა, არის ძალიან დიდი დარტყმა ჩვენი მოსახლეობისთვის. რაც მთავარია, ეს არის მორიგი ტყუილი ხელისუფლების მხრიდან, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა მძიმედ დააწვება მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომელსაც აწუხებს ინფლაცია, გაძვირებული წამლის ფასები, გაუსაძლისი პირობები და კოვიდი.
„როდესაც ვსაუბრობთ, რომ ანგარიშვალდებულების, სამართლიანი არჩევნების ვალდებულება არის არა პარტიული,...
ნაძალადევის რაიონში, ურიდიას ქუჩა N177-თან არსებული შესახვევის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი, საყრდენი კედლები და ბორდიური მოეწყო, 1 400 კვ.მ ფართობზე კი ბეტონის გზა დაიგო, - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი ხელაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდნენ.
„ამ ტერიტორიაზე მხოლოდ გრუნტის გზა იყო, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება ძალიან უჭირდა....
ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად პირსის ნაწილი ჩამოინგრა, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება",- აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა
თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შესახებ მსჯელობენ, კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” რევაზ სოხაძემ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთ მოქალაქეს უზრდელი უწოდა.
სოხაძის მიმართვა მოქალაქის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც რევაზ სოხაძეს დაწყნარებისკენ მოუწოდა. სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთნენ კომისიის სხვა წევრები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.
მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზვიად...
ჩხოროწყუს საკრებულოს ახალადარჩეული თავმჯდომარის, შოთა წურწუმიას მიერ პირველ მოადგილედ დასახელებული კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან", რამაზ თოლორდავა ოპოზიციამ ერთხმად, 15 ხმით აირჩია. ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიუღია "ქართულ ოცნებას". ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
საკრებულოში ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა, რომლის შემდეგაც მეორე და მესამე მოადგილეები უნდა აირჩიონ.
ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს. მომდევნო ოთხი წელი წარმომადგენლობით ორგანოს პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია...
სახელმწიფო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლას აფინანსებს. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განმარტავენ, ხაზგასასმელია, რომ „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების დაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში სასწავლო გრანტის სრულ ოდენობას ყველა ის სტუდენტი იღებს, რომელიც დაფინანსების კრიტერიუმებს აკმაყოფილებს კონკურსის გარეშე.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტთა სწავლას ყოველწლიურად აფინანსებს.
დაფინანსების კრიტერიუმის მიხედვით,...
დარწმუნებული ვარ, გახარიას გუნდის ის წევრები, რომლებიც თავის დროზე ჩვენი პარტიის წევრები იყვნენ და ბევრი მათგანისთვის „ნაციონალური მოძრაობასთან“ ალიანსი კატეგორიულად მიუღებელია, მიმდინარე პროცესს სხვაგვარად შეხედავენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა წალენჯიხაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სუბარმა განაცხადა, რომ დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ ოპოზიციის მიზანი იყო მუნიციპალიტეტების არა ნორმალური მუშაობა, არამედ ახალარჩეული...
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარედ საქართველოს ოთხი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი”. ინფორმაცია მყისიერად მიეწოდათ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალაბს ეკისრება. უკანონო დაკავებების...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ ორწლიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა. ღონისძიება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გახსნა.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, მიუხედავად პანდემიისა, 2020-2021 წლებში, დევნილი ოჯახების განსახლება არცერთი დღითა და არცერთი მიმართულებით არ შეჩერებულა. მეტიც, კიდევ უფრო დიდი მასშტაბი შეიძინა.
„ბოლო ორი წლის განმავლობაში, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი, 7 000-მდე დევნილ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































