თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

674

თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე, სადაც მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის შესახებ მსჯელობენ, კიდევ ერთი სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკრებულოს წევრმა “ქართული ოცნებიდან” რევაზ სოხაძემ სხდომაზე დამსწრე ერთ-ერთ მოქალაქეს უზრდელი უწოდა.

სოხაძის მიმართვა მოქალაქის რეპლიკას მოჰყვა, რომელმაც რევაზ სოხაძეს დაწყნარებისკენ მოუწოდა. სიტყვიერ დაპირისპირებაში ჩაერთნენ კომისიის სხვა წევრები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე.

მას “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზვიად კუპრავამ მიმართა და მოუწოდა, რომ მის თანაგუნდელ რევაზ სოხაძეს მომხდარის გამო შენიშვნა გამოუცხადოს.

სიტუაცია საკრებულოს უსაფრთხოების თანამშრომლებმა განმუხტეს, რის შემდეგაც სხდომა კვლავ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის ახალი სისტემის თაობაზე მსჯელობით გაგრძელდა. საკითხი სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზვიად კუპრავამ წამოჭრა და იკითხა “რატომ ძვირდება მუნიციპალური ტრანსპორტის ფასი”.