ბერნში ოფიციალური ვიზიტით მყოფი თბილისის მერი, კახა კალაძე ბერნის მერს, ალეკ ფონ გრაფენრიდს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-შვეიცარიის ურთიერთობების საკითხებზე და ხაზი გაუსვეს თბილისსა და ბერნს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს.
თბილისის მერიის ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტის და ურბანული განვითარების კუთხით არსებულ გამოცდილებაზე, რაც ბერნს გააჩნია. თბილისის მერმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია ამ მიმართულებით საქართველოს დედაქალაქში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ.
„გვქონდა შესაძლებლობა, ბერნის მერთან ერთად,...
შემდეგი სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ბაჩანა მარკოიშვილი "ქართული ოცნებიდან" ონის საკრებულოს თავმჯდომარე 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ გახდა. თავმჯდომარის პოსტზე არჩევამდე, ის, წლების განმავლობაში, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე იყო. შესაბამისად, ქონებრივი დეკლარაციაც, 2017 წლიდან, ყოველ წელს, ჯამში 5-ჯერ აქვს შევსებული.
ამ დროისთვის ბოლო დეკლარაცია 2021 წლის ივნისში შეუვსია, როცა ჯერ ისევ მოადგილის თანამდებობას იკავებდა. საკრებულოს თავმჯდომარე 32 წლისაა, დაბადებულია რუსთავში, ოჯახის წევრად...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ იძულებით გადაადგილებულ 51 პირს თვითდასაქმებისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ტექნიკა-დანადგარები და ხელსაწყოები გადასცა.
დევნილთა სამინისტროს ცნობით, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, განსახლებულმა დევნილებმა და ეკომიგრანტებმა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობისთვის საჭირო დანადგარები მიიღეს, პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს კი, სააგენტომ საქმიანობის შესაბამისი სახელობო იარაღები შეუსყიდა.
„სააგენტო აქტიურად უჭერს მხარს დევნილებისა და ეკომიგრანტების დასაქმებას და ამ მიმართულებით არა ერთ...
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებსა და პარლამენტის აგრარულ კომიტეტს, წისქვილკომბინატების ამუშავების მიზნით, ახალი გეგმით მიმართავენ.
როგორც BM.GE-ის ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ განუმარტა, მეხორბლეები საკითხის გადაწყვეტას ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში ითხოვენ. უნდა აღინიშნოს, რომ ახალ გეგმაში დარგის წარმომადგენლებმა ყოველდღიური მოხმარების პურზე (ე.წ. სოციალურ პურზე) ფასის შენარჩუნების საკითხიც, წინა გეგმის მსგავსად გაითვალისწინეს, თუმცა ახალ...
წინა სტატია
26 ივნისს მარნეულში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულის აივანი ჩამოინგრა, რამაც მეოთხე სართულის აივნის ნგრევაც გამოიწვია. აივნების ნგრევის შედეგად ორი ქალი გარდაიცვალა. მათგან ერთ-ერთი ორსულად იყო, ექიმებმა ბავშვის გადარჩენა მოახერხეს. ინფორმაციას რადიო მარნეული ავრცელებს.
აივანჩამონგრეული კორპუსის მდგომარეობა ლევან სამხარეულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეისწავლა, რომლის დასკვნის მიხედვითაც, შენობას გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოები ესაჭიროება.
„შენობის ტეკნიკური მდგომაროება არადამაკმაყოფილებელია და ესაჭიროება გამაგრება-გაძლიერებითი სამუშაოების...
წინა სტატია
გორის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” გარემოვაჭრეებს შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ. ბექა ქორჩილავა და კახა ლობჟანიძე ამბობენ, რომ ისინი მერიას ოფიციალური წერილით მიმართავენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“ვითხოვთ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის უწყებამ გარემოვაჭრეებს კომპენსაციები მისცეს საბანკო ვალდებულებების დასაფარად, ან რამდენიმე თვით მუშაობის გაგრძელების უფლება, რათა შეძლონ უკვე აღებული პროდუქციის რეალიზაცია”, – ამბობენ ოპოციონერი დეპუტატები.
მოვაჭრეებს ასევე გაესაუბრნენ პარტიის “გირჩი – მეტი...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
გორის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ გოგინაშვილმა, აშშ-ის ელჩი გააკრიტიკა და მმართველი პარტია დატოვა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
გოგინაშვილის რიტორიკა ემთხვევა “ქართული ოცნებიდან” გასული სამი დეპუტატის — სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძისა და მიხეილ ყაველაშვილის — რიტორიკას, რომელთაც პარტიის დატოვების მიზეზად “სიმართლის თქმა” დაასახელეს.
“ჩემთვისაც ძალიან რთულია ნაწილ-ნაწილ ვილაპარაკო ხალხში და ვზომო რამდენის თქმაა საჭირო და...
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით რეორგანიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა. ბრძანება მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. 9-პუნქტიან გეგმაში ცვლილებები 9 აგვისტომდე უნდა შევიდეს. ამავე პერიოდში შემუშავდება საშტატო ნუსხები.
9 აგვისტომდე შეიმუშავებენ თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სიას. ამ მოხელეებს შესთავაზებენ ტოლფასს თანამდებობეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ ტოლფასი არ იქნება, მაშინ შედარებით დაბალანაზღაურებად თანამდებობას. თუ ეს წინადადება არ მიიღო მოხელემ, მაშინ...
„ჩაკეტვის თუ სხვადასხვა აკრძალვების შემოტანის საფუძველი, დღეს არ არის და დარწმუნებული ვარ არც იქნება“- ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. მისი განმარტებით საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო სექტორს შესაძლებლობა აქვს, პაციენტს "ფაიზერის" წარმოების მედიკამენტით „პაქსლოვიდით“ უმკურნალოს.
„მათთვის ვისაც ესაჭიროება მკურნალობა ჰოსპიტალში ჩვენ მზად ვართ რომ ვუმკურნალოთ. მოგეხსენებათ რამდენიმე თვის წინ ფაიზერის წარმოების მედიკამენტი „პაქსლოვიდი“ ჩამოვიტანეთ და ადგილზე გვაქვს. ჩვენ...
ბათუმის საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ქალაქის ცენტრში, საბაგიროსთან სანაპირო ზოლი საფრთხის შემცველია.
როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ბაჩი მექვაბიშვილი აცხადებს, ტერიტორიაზე ჯებირებია მოსაწყები. მისივე თქმით, ტერიტორიის მოსაწესრიგებლად ბათუმის ბიუჯეტში დაუყოვნებლივ ცვლილება უნდა მოხდეს, რისთვისაც ქალაქის თვითმმართველობას მიმართავენ.
“საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, სრული სიბინძურე და სანიტარიაა, ტერიტორია საპირფარეშოდ არის ქცეული, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეს და ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს მოვუწოდებთ, რომ ამ...
ხობში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმოს მოსაწყობად 2,3 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კომპანიამ „ბლუ ბერდ ბერიზ“ სოფლის განვითარების სააგენტოდან 500,000 ლარის ოდენობის გრანტი მიიღო და 1,4 მლნ ლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით ისარგებლა.
საწარმოში სეზონურად 600 ტონა ლურჯი მოცვის შენახვა და გადამუშავებაა შესაძლებელი. კომპანიაში „ბლუ ბერდ ბერიზ“ 25-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული. პროდუქცია განკუთვნილია როგორც საექსპორტო, ისე...
კუს ტბის საბაგირო გზა ტექნიკური სამუშაოების გამო, 13 ივლისს 08:00 საათის ნაცვლად, მგზავრთა მომსახურებას 16:00 საათზე განაახლებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
აღნიშნულ პერიოდში კომპანიის ლაბორატორიული ცენტრის თანამშრომლების მიერ შემოწმდება მზიდი, გამწევი და კუდის ბაგირები. სამუშაოები გეგმურ ხასიათს ატარებს.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია საზოგადოებას ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის.
წინა სტატია
თუ ვინმე ფიქრობს, რომ სანქციები ბიძინა ივანიშვილის კარნახით არ დავაწესეთ და ომშიც მისი კარნახით არ ჩავერთეთ, ძალიან ცდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ქვეყანაში სერიოზულ როლს ასრულებს.
„სანქციებისა და ომის თემაზე დღეს ბევრს არ ვისაუბრებ. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სხვა წევრების მსგავსად, ბუნებრივია, მეც მიწევს რაღაცებს გავუფრთხილდე. ვიტყვი მხოლოდ ერთს: თუ...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საუბარი იმაზე, თითქოს ბიძინა ივანიშვილი მთავრობასა და პარლამენტს მართავს და აკონტროლებს, სრული ფარსი და აბსურდია.
როგორც პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერმინისტრის საქმეებში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის ჩარევას მისი წინამორბედებიც, გიორგი გახარია და გიორგი კვირიკაშვილი გუნდის დატოვების შემდეგაც უარყოფდნენ.
„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ...
საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს არ იღებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის კარნახით.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ოპონენტებმა უნდა განმარტონ, რას გულისხმობენ, როდესაც ოლიგარქსა და დეოლიგარქიზაციაზე ლაპარაკობენ.
„საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ, გამოვეხმაურო ჩვენი შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტების მიერ აგორებულ კამპანიას ე.წ. დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს ყოვლად...
მთავრობის სხდომაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტი „ტექნიკური რეგლამენტი გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი სახით ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ მიიღეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტი მომზადებულია „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და მისი მიზანია გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოანგარიშების და მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების წესის დადგენა, იმ შემთხვევაში, თუ გარემოს დაზიანების დონე არ შეესაბამება კანონით...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































