5 მარტიდან მუხიანის აგარაკებზე, გურიის აღმართზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

281

თბილისის მერიის ცნობით, 5 მარტიდან გლდანის რაიონში, მუხიანის აგარაკებზე, კერძოდ გურიის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მათი განმარტებით, დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, ტრანსპორტით მოძრაობა ნოზაძის ქუჩიდან გამარჯვების ქუჩის გავლით იქნება შესაძლებელი.