შინაგან საქმეთა სამინისტრო, დღეს, 26 თებერვალს ოპოზიციის მიერ დანიშნულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, აქცია-მსვლელობის გამო დედაქალაქის ცალკეულ უბნებში 13:00 საათიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.
“საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.
მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:
- ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა
- მიტროფანე ლაღიძის ქუჩა
- ბესიკის ქუჩა
- ლესია უკრაინკას ქუჩა
- ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა
- 9 აპრილის ქუჩა
- ანტონ ფურცელაძის ქუჩა
- არჩილ ჯორჯაძის ქუჩა
- გია ჭანტურიას ქუჩა
- რეზო ლაღიძის ქუჩა
- ვასო აბაშიძის ქუჩა
- მესხიას ქუჩა
ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.
შსს-ს განცხადებით, მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აქციის დასრულებისთანავე აღდგება.