სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

290

ქვემო ქართლში, სოფელ ჯანდარაში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპლუატაციის პროგრამით, ნატანი მასისა და ხე-ბუჩქნარისაგან ქიჩიკის მაგისტრალური არხის ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი იწმინდება. ჩატარებული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს, რაც სარწყავი წყლის მიწოდებას 3000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გააუმჯობესებს.

“აღნიშნული ფართობით გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარის, ნაზარლოსა და ვახტანგისის მოსახლეობა ისარგებლებს. გაწმენდითი სამუშაოები საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და თებერვლის ბოლოს დასრულდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.