პრემიერმა ოზურგეთში მერებთან და დეპუტატებთან დახურული შეხვედრა გამართა

591

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთის მერიის შენობაში საკრებულოს დეპუტატებთან და მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. ინფორმაციას გურიისმოამბე ავრცელებს.

პრემიერმინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებას ახალი სახელმწიფო რწმუნებული გიორგი სახოკია წარუდგინა.

ერთადერთი კომენტარი, რაც ახლმა გუბერნატორმა მედიასთან გააკეთა იყო ის, რომ სამსახურში ხიდისთავიდან ივლის.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საკადრო ცვლილებები, გუბერნატორმა თქვა რომ უნდა გაეცნოს სიტუაციას, ასევე, განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, ვერც წრმოიდგენდა რომ ამ თანამდებობაზე დანიშნავდნენ.

ადგილობრივი მედიის ცნობით, გახოკიას საუბარი გურიის მაჟორიტარმა ვასილ ჩიგოგიძემ არ აცალა. მათივე ინფორმაციით, ვასილ ჩიგოგიძეს არ სურდა რწმუნებულს სხვა რაიმე კომენტარი გაეკეთებინა მედიასთან და ჟურნალისტების არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, თვად ჩიგოგიძემ ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ოზურგეთი უკვე დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გავრცელებული ინფორმაციით ის შემდეგ ვიზიტს სამეგრელოში გეგმავს.