პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ჭორს უწოდებს მისი მოსალოდნელი გადადგომის ან თანამდებობიდან გადაყენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და ამბობს, რომ მმართველი გუნდის წევრებთან არანაირი დაპირისპირება არა აქვს.
“მე ამას ვერ ვგრძნობ, შესაძლოა, თქვენ გეჩვენებოდეთ”, – ასე უპასუხა მან ჟურნალისტების შეკითხვას მმართველი გუნდის ვერტიკალთსა და მას შორის დაპირისპირების შესახებ დასმულ შეკითხვას.
“ეს ჭორები გახდა უკვე მომაბეზრებელი, რაღაც უფრო მნიშვნელოვან თემებზე ხომ შეიძლება, ვისაუბროთ? წელიწადზე მეტია, ეს კითხვებია: როდის მიდიხართ? დღეს? ხვალ? გუშინ უკვე: ხომ არ წახვედით? ეს არის ჩვეულებრივი ჭორები, რომელიც გახდა უკვე მომაბეზრებელი”, – თქვა გიორგი გახარიამ.