პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს აკეთებენ

347

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, სანიაღვრე ქსელის მოწყობა პოლიტკოვსკაიას ქუჩის N37, N39, N41, N43, N45, N47, N49, N51, N53, N55, N57, N59, N61 და N63-ის მიმდებარედ ტერიტორიაზე მიმდინსარეობს. აღნიშნულ მისამართებზე სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა, რაც წვიმიანი ამინდის დროს გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მიწისქვეშა სანიაღვრე სისტემის მოწყობის, მილების და ჭების დამონტაჟების შემდეგ, გზის საფარი განახლდება.

„ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნისა და საჭიროების შესაბამისად, გამგეობის დაკვეთით მოხდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება. ამ დროისთვის, შესაბამისი სამუშაოები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. შედეგად, აქ არსებული 14 კორპუსის ტერიტორიაზე წვიმიან ამინდში წყლის დაგუბება აღარ მოხდება, ასევე, განახლდება გზა, რომ ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება შეძლონ“, – განაცხადა ვაკის რაიონის გამგებელბა, დავით კვინიკაძემ.

4 795 კვ. მ ფართობის გზის საფარის მოწესრიგებაზე, 379 669 ლარია გამოყოფილი, სანიაღვრე ქსელის მოწყობის პროექტის ღირებულება კი, 368 910 ლარს შეადგენს.