გორში მოქალაქეები ავტობუსების მარშრუტის დამატებას ითხოვენ

348

გორში მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, მოქალაქეები გარკვეულ უბნებზე მარშრუტების დამატებას ითხოვენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“რკინიგზის სადგურიდან კომბინატის დასახლების მიმართულებით რამდენიმე მარშუტკა დადიოდა ხოლმე. ახლა კი, ორი ავტობუსის გამოცვლა გვიწევს ერთი დასახლებიდან მეორეში მისასვლელად” , – აცხადებენ მოქალაქეები.

გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტოს განმარტებით, მარშრუტების შესახებ გადაწყვეტილებას მერია და საკრებულო იღებს. მერიაში აცხადებენ, რომ უმჯობესია მოქალაქეებმა უწყებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განცხადებით მიმართონ.

“ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი სულ რამდენიმე დღეა ამოქმედდა. მერია ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად პერმანენტულად შეისწავლის  საზოგადოებრივ აზრს და იმუშავებს ხარვეზების გამოსწორებაზე. სასურველია,  მოქალაქეებმა მოგვმართონ განცხადებით, მერია შეისწავლის საკითხს და შესაძლებლობის ფარგლებში მიიღებს გადაწყვეტილებას” , – განმარტავს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ელზა მიქელაძე.

გორში მუნიციპალური ტრანსპორტი 8 თებერვლიდან ამოქმედდა. 10 სხვადასხვა მარშრუტზე ქალაქში 25 ავტობუსი მოძრაობს.