თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, 524 მგზავრი საზოგადოებრივი ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლას შეეცადა.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, ყველა ფაქტი მერიის თანამშრომლების მიერ აღიკვეთა.
გარდა ამისა, კალაძის თქმით, 3790 მგზავრს მიეცა გაფრთხილება პირბადის სწორად ტარებასთან დაკავშირებით.
„საპატრულო პოლიციის გამოძახება დაგვჭირდა მხოლოდ ერთხელ, რადგან პირბადის არგაკეთების გამო დაპირისპირება იყო. ერთხელ არ დაიძრა ავტობუსი, რადგან მგზავრი არ ემორჩილებოდა მოთხოვნებს“, – განაცხადა კალაძემ.
მან მგზავრებს, რომლებიც თანამოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებენ, მადლობა გადაუხადა.