რიყის დოქების გასაყიდად აუქციონი ხელახლა გამოცხადდა. მისი საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარია.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროექტი „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში ე.წ. „რიყის დოქები“ გასაყიდად კვლავ გამოიტანა. ამჯერად ობიექტის საწყისი საპრივატიზებო ღირებულება 71 250 000 ლარს შეადგენს.
ამასთან, შეგახსენებთ რომ აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა. აუქციონის პირობების მიხედვით აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ინვესტორმა უნდა უზრუნველყოს მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა და ფუნქციონირების დაწყება, რისთვისაც არანაკლებ 10 000 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.