გორის მერია სტრუქტურული ერთეულებისთვის სპეცტანსაცმელს შეიძენს

303

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უწყების სტრუქტურული ერთეულებისთვის სპეცტანსაცმლის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ქურთუკი მათბუნებლით (30 ცალი); საწვიმარი ლაბადა განიავებადი (30 ცალი); რეზინის ჩექმა (30 წყვილი); ზამშის მაღალყელიანი ბათინკი (1 წყვილი); კომუფრირებული შარვალი (1 ცალი); საწვიმარი შარვალი (1 ცალი); ხებე კომუფრირებული (1 ცალი); კეპი (1 ცალი), – ეს იმ სპეცტანსამცლის ჩამონათვალია, რომლის შესაძენად გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 417 ლარი გაითვალისწინა.

ტენდერში შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულებიდან გაფორმებიდან 30 დღის ვადაში უნდა მოახდინოს.