ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცესპიკერი იქნება. შესაბამისი საკითხი ბიუროს სხდომაზე შევიდა და იოსელიანის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა 29 იანვარს გადაწყვიტეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს.