გურჯაანის სათნოების სახლში ბენეფიციარები აღარ ივლიან

63

უფასო სასადილოთი მოსარგებლე პირებს, გურჯაანის სათნოების სახლში მისვლა აღარ მოუწევთ, ყოველდღიურ ულუფას მათ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიაწვდიან. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.

სათნოების სახლის დირექტორის, ზაზა ჯადუგიშვილის ინფორმაციით, გადაწყვეტილება კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის მიიღეს.

“ეპიდემიოლოგიური ვითარება სახარბიელო არ არის. ჩვენი ბენეფიციარები ძირითადად, მოწყვლადი ჯგუფის წარმომადგენლები არიან, ამიტომ საკვებს მიიღებენ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ტრანსპორტირების შესაძლებლიბა არის, ამიტომ მათი უსაფრთხოებისათვის ასე ჯობს”- განაცხადა ჯადუგიშვილმა.

დღევანდელი მონაცემებით, გურჯაანის სათნოების სახლში 194 ბენეფიციარი იკვებება.

უფასო სასადილო თავდაპირველად, გასული წლის 28 ოქტომბერს დაიკეტა, როცა დაწესებულების 8 თანამშრომელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა.