თურნავა: მოსახლეობისთვის 2021 წელს გაზის ტარიფი არ გაიზრდება

697

გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფის გადახედვა წელს არ იგეგმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თურნავას განცხადებით, ერთი წლის წინ მოხდა გაზის ტარიფების გადახედვა. „იმიტომ, რომ დიდი ინვესტიცია განხორციელდა გაზიფიკაციის პროექტში და ეს აისახა ტარიფში, მაგრამ მოსახლეობას ეს საერთოდ არ უგრძვნია. მაშინაც, როგრც ახლა სუბსიდირების გადაწყვეტილება მივიღეთ“,- აღნიშნა თურნავამ.

მისი თქმით, რომ არა სუბსიდირება, გაზის ტარიფი მოსახლეობისთვის გაცილებით მაღალი იქნებოდა. „წელს გაზის კორპორაციის მეშვეობით ვაკეთებთ მოსახლეობის ტარიფის სუბსიდირებას. რომ არა სუბსიდირება გაზის ტარიფი გაცილებით მაღალი იქნებოდა მოსახლეობისთვის. ამ ნაწილშიც ჩვენ ვასრულებთ ვალდებულებას“, – განაცხადა თურნავამ.