იუსტიციის ყოფილი მინისტრისა და ამჟამად პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებას სამართლიანად აქვს წუხილი, რომ ყველაფერს, რასაც აწერია კერძო საბავშვო ბაღი, არ შეიძლება ბაღი ეწოდოს. ამის შესახებ მან პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს, განათლების პრობლემებზე საუბრისას განაცხადა.
“ძნელია ჩემი მხრიდან, რომ ვისაუბრო ყველა იმ საკითხზე და თან დეტალურად ვისაუბრო, რომლებიც განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში ჩვენს საზოგადოებას, ოჯახებს, მშობლებს, ახალგაზრდებს აწუხებთ. ჩვენ ამისთვის ამ დარბაზში უნდა გვქონდეს მრავალი საათი, რომ მე ყველაფერს შევეხო და ვისაუბრო დეტალურად, მაგალითად იმაზე, რომ საბავშვო ბაღების გადატვირთულობა აწუხებს ზოგიერთს, ასევე, ზოგს აწუხებს, რომ საერთოდ არ არის საბავშვო ბაღი მის დასახლებულ პუნქტში, ზოგს სამართლიანად აწუხებს ის, რომ არ შეიძლება ყველაფერს, რასაც ზედ დააწერ კერძო საბავშვო ბაღიაო, საბავშვო ბაღი ეწოდოს, რომ კვალიფიციური კადრები როგორც კერძო, ისე საბვშვო ბაღებში არის აუცილებელი, რათა ბავშვებთან მივუშვათ, ასე ვიტყოდი, მხოლოდ ის ადამიანები, ვინც ამ განსაკუთრებული სიფაქიზის მოვლა-პატრონობა და აღზრდა იცის და ამის სათანადო კვალიფიკაცია აქვს”, — განაცხადა წულუკიანმა.
მისივე თქმით, ასევე, ღრმა ანალიზი სჭირდება ღრმა ანალიზი სჭირდება წინასასწკოლო მომზადების საკითხს.