უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციის მხრიდანაც დისკუსიაზე მზაობა იქნება, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად შედგება. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარია, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს შანტაჟისა და „ბულინგის” ქვეშ არიან, „ბულინგსა” და შანტაჟს არ აყვნენ.
„ელჩებთან კონსულტაციებზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით, ნებისმიერ დღეს კონსულტაციებისთვის მზად ვართ. თუ ოპოზიციის მხრიდანაც დისკუსიაზე მზაობა იქნება, ამ შემთხვევაში შეთანხმება აუცილებლად შედგება. მთავარია, რომ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც დღეს შანტაჟისა და „ბულინგის” ქვეშ არიან, „ბულინგსა” და შანტაჟს არ აყვნენ”, – განაცხადა კობახიძემ.