ხიდისთავში, ე.წ. ჩინეთის უბანში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 502 მეტრიანი მონაკვეთის ასფალტირებას, რომელიც სასაფლაოსკენ მიემართება, 304 345 ლარი მოხმარდა. პროექტის მიხედვით განხორციელდა სავალი ნაწილის ასფალტირება, მოეწყო გზის მიერთებები და ეზოებში შესასვლელები.
„ადგილობრივების განცხადებით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე არასდროს ყოფილა ასფალტის საფარი. გრუნტიანი გზა გადადგილებისას პრობლემებს უქმნიდა, როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ქვეითებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.