დიდუბის რაიონის გამგეობა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტთან ერთად, მოსასვენებელი სივრცეების მოწყობას განაგრძობს.
თბილისის მერიის ცნობით, აგლაძის ქუჩა N39–ში, 1 100 კვ.მ ფართობზე უკვე მოეწყო დეკორატიული ფილები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი და ფიტნეს ტრენაჟორები.
მათი ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დაიგო რულონული ბალახი და მოეწყო სარწყავი სისტემა.
„ტერიტორია უსაფრთხოების მოაჯირებით შემოისაზღვრება. მოსასვენებელი სივრცის მოწყობა დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია 239 000 ლარის ღირებულების ფარგლებში ასრულებს“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.