ცქიტიშვილი: ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია

758

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბაკურიანსა და გუდაურში წყალმომარაგების პრობლემა მოგვარებულია.

მისი თქმით, თუ ამ წელს პანდემია სამთხო-სათხილამურო კურორტების გახსნის საშუალებას ხელს არ შეუშლის, დამსვენებლებს წინა წლისგან განსხვავებით წყალმომარაგებასთან დაკავშირებული პრობლემები აღარ შეექმნებათ.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო მთის კურორტების წყალმომარაგების პროექტები. ბაკურიანსა და გუდაურში იცით, რომ განსაკუთრებული პრობლემები იყო წყალთან მიმართებით, წელს ეს სამუშაოები დასრულდა. უკვე მზად არის გუდაურის ხელოვნური გათოვლიანების ტბის სისტემაც და თუ ჩვენ პანდემია მოგვცემს საშუალებას წელს სამთო – სათხილამურო კურორტი გავხსნათ, უკვე ჩვენს დამსვენებელს ეს პრობლემა აღარ ექნებათ,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.