მოლაპარაკებების პარალელურად, მეათე მოწვევის პარლამენტში შესული რვა ოპოზიციური პარტიიდან, საკანონმდებლო ორგანოს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით, ხუთმა სუბიექტმა უკვე მიმართა.
ამ დროისთვის პარლამენტში შესულია „ნაციონალური მოძრაობისა“ და მის პოლიტიკურ ბლოკში შემავალი სუბიექტების განცხადებებისა და „ევროპული საქართველოს“, „ლელოს“, „სტრატეგია აღმაშენებლისა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ მიმართვები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.
შესაბამისი განცხადებები საკანონმდებლო ორგანოში ამ დროისთვის არ წარუდგენია სამ პარტიას: „გირჩს“, „მოქალაქეებსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“.
პროცედურის მიხედვით, გადაწყვეტილების შესაცვლელად და მიმართვების უკან გასაწვევად დეპუტატებს შვიდდღიანი ვადა აქვთ. ვადის გასვლის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იწყებს მიმართვებზე მსჯელობას, რის შემდეგაც საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტის წევრები უკვე სასესიო კვირაში, პლენარულ სხდომაზე მიიღებენ