პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, „მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 70 წელს ზემოთ ადამიანები დარჩნენ სახლში“.
გიორგი გახარიას თქმით, ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა.
„საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად ვეცადოთ 70 წელს ზემოთ ადამიანები, შეძლებისდაგვარად, დავტოვოთ სახლში. ეს არის მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა“,- განაცხადა გახარიამ.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.