სექტემბრის თვისთვის ჩვენი ბალანსის კიდევ ერთი დამატებითი მდგენელი გაჩნდა. ეპიდემიასთან, მოსახლეობის ეკონომიკურ ინტერესებთან ერთად ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩაერთო – პოლიტიკური პროცესი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პოლიტიკური პროცესში ჩვენ გარკვეულ კომპრომისზე წასვლა მოგვიწია. ეს კომპრომისები იყო განსაზღვრული იმ დემოკრატიული პროცესის განვითარებით, რამაც მიგვიყვანა არჩევნების პირველ და მეორე ტურამდე. შემდგომ გამოხატვის იმ თავისუფლებამდე, რომელიც ჩვენმა მოქალაქეებმა დაადასტურეს რამდენიმეჯერ ჩვენი ქვეყნის და ქალაქების სხვადასხვა ქუჩაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
საპარლამენტო არჩევნების პირველი ტური 31 ოქტომბერს, მეორე ტური კი 21 ნოემბერს ჩატარდა.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.