ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი შეზღუდვები დამტკიცდა.
მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად ჯანდაცვის სისტემაზე დათვირთვა უფრო შემცირდება.
„ჩვენი მთავარი მიზანი არის, რომ ამ 2-თვიანი გეგმითა და ღონისძიებებით ეპიდემიის გავრცელების სისწრაფე და ყოველდღიური ინფიცირების რაოდენობა შევამციროთ, რამაც თავის მხრივ უნდა შამციროს დაწოლა ჯანდაცვის სისტემაზე, რამაც ასევე უნდა შეამციროს ჩვენს ქვეყანაში სიკვდილიანობის ზრდა. ეს არის ამ გეგმის ძირითადი მიზანი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
რა შეზღუდვები დაწესდება 28 ნოემბრიდან იხილეთ ბმულზე.