ბაქრაძე: შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან

393

მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ბაქრაძის თქმით, არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, თუმცა მზად არიან პარლამენტში შესვლის გარეშე, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხელისუფლებასთან ითანამშრომლონ გაზაფხულზე ახალი არჩევნების დანიშვნის თაობასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე.

„ჩვენ შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ მზად ვართ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან, რომ შეცვალოს კანონმდებლობა და გაზაფხულზე დაინიშნოს ახალი არჩევნები. ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი კომპრომისული ნაბიჯი, რომ ჩვენ მზად ვართ არშესვლის გზით, მაგრამ გარედან, სამუშაო ჯგუფის გზით ვითანამშრომლოთ ამ პარლამენტთან იმისთვის, რომ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდეს და გაზაფხულზე დაინიშნოს არჩევნები“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.