გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო

449

გორში საახალწლო განათებების მონტაჟი დაიწყო. სამუშაოებს გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლები ახორციელებენ.

“დღეს დავიწყეთ წინა წლებში შეძენილი განათებების მონტაჟი, რაც შეეხება ახალი განათებების მონტაჟს, ის ტენდერის დასრულების შემდეგ დაიწყება”, – ამბობენ გორის მერიაში.

ინფორმაციისთვის, გორში საახალწლო განათებების შეძენია და მონტაჟისთვის გორის მერიას ტენდერები აქვს გამოცხადებული. სამუშაოებისთვის საერთო ჯამში 130 000 ლარამდე დაიხარჯება.