ცესკოს წინასწარი მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ვაკეში ნოდარ ტურძელაძემ ხმების 93.72% მიიღო

718

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, თბილისში, ვაკის N2 საარჩევნო ოლქში ხმათა 93.72% (20 549 ხმა) “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ნოდარ ტურძელაძემ  მიიღო.

რაც შეეხება მის კონკურენტს “ევროპული საქართველოდან”, ელენე ხოშტარიას, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა, მან ხმათა 6.28% დააგროვა (1 378ხმა).

შეგახსენებთ, არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართა