ცესკოს საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი 2020 წლის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის

260

21 ნოემბერს 08:30 საათიდან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება. საზოგადოების დროულად ინფორმირების მიზნით, ცესკო ბრიფინგებს რამდენიმე საათში ერთხელ ჩაატარებს და გაავრცელებს ინფორმაციას როგორც კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის, ისე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ.

21 ნოემბერს 07:00 სთ-იდან 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი (2-51-00-51) და ონლაინ ჩატი. ყველა დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს პასუხი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე.

საინფორმაციო ბრიფინგების განრიგი:

  • 08:30 სთ.
  • 12:30 სთ.
  • 17:30 სთ.
  • 20:30 სთ.

საჭიროების შემთხვევაში, განრიგი შეიძლება შეიცვალოს.