გორის საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა

301

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, დავით რაზმაძეს covid19 დაუდასტურდა. რაზმაძემ რადიო “მოზააიკასთან”საუბარში აღნიშნა, რომ თვითიზოლაციაში იმყოფება და თავს კარგად გრძნობს.

“კოვიდი დამიდასტურდა, პირველი ორი დღე მქონდა სიცხეები, ახლა უკეთ ვარ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და სახლში გავდივარ მკურნალობას”, – თქვა დავით რაზმაძემ