თბილისის მერი, დავით ნარმანია მერის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ისევ საჯარო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.
ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ დავით ნარმანია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
“ვრჩები საჯარო სექტორში”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, რომელ სამსახურში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
წყარო : ინტერპრესნიუსი