გლდანის მეხუთე მიკრორაიონში სკვერი მოეწყო

447

გლდანის რაიონში სკვერების და დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს. თბილისის მერიის ცნობით, გლდანის მეხუთე მიკრორაიონის N18 – N20 კორპუსების მიმდებარედ, დაახლოებით, 1 200 კვ.მ ფართობზე ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი და გარე განათების სისტემა მოეწყო, დაიგო ფილები და განთავსდა სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები, გლდანის გამგეობის დაკვეთით, შპს „მალგიომ“ შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 114 480 ლარი დაიხარჯა. დასრულებული სამუშაოები გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ დაათვალიერა.